in

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის – Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია

VOLVO- საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში ვოლვო ქარ საქართველოს მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრაეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა. გიორგისთან ერთად, გუნდშივოლვო ქარ აზერბაიჯანისმექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდავოლვო კავკასიისწარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.

Vista Competition-ვოლვო ქარსიორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.

გიორგი ბეგიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოსმექანიკოსი: ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე და ჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია და სიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილის დაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა“.

Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.

ფინალურ ეტაპზე გადასვლამდე გუნდებს სხვადასხვა სირთულის თეორიული და პრაქტიკული დავალების შესრულება მოუხდათ. თეორიული ნაწილი მოიცავდა იმ მასალას, რომელიც მექანიკოსებს პროფესიულ ტრენინგებზე ჰქონდათ გავლილი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, კონკურსის მონაწილეებს სიმულაციური ამოცანა უნდა ამოეხსნათ. გიორგი ბეგიაშვილის გუნდმა ორივე ნაწილში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

გიორგი ბეგიაშვილს გამარჯვება თბილისში, „ვოლვო ქარ საქართველოსოფისში მიულოცეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. „თეგეტასმენეჯმენტის გუნდმა მას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

გაგა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგისმსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: ვოლვოსკონკურსის პრიზიორობა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და იმას, რომვოლვო ქარ საქართველოსპროფესიონალი და მაღალ დონეზე მომზადებული მექანიკოსები ჰყავს. Vista Competition აჯილდოებს მექანიკოსებს, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა, სწორი დიაგნოზის დასმა და დაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა. ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში ჩვენი გუნდის წევრის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შვედურ ბრენდს საქართველოსა და რეგიონში ჩვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს“. 

Vista Competition-ის ბოლო ეტაპი ტექნიკოსების გლობალური კონკურსი იქნება, რომელიც შვედეთში 2025 წელს გაიმართება და ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. გიორგი ბეგიაშვილი ფინალური ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომ წარმატებას ისევ მიაღწევს, რადგან დუბაიში მოპოვებულმა გამარჯვებამ მას დიდი მოტივაცია მისცა.

თეგეტა ჰოლდინგის ერთერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსშიშემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდისვოლვოსოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ვოლვო ქარ კავკასიამომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაცვოლვო ქარ კავკასიაუზრუნველყოფს.

[R]

Mizano – თბილისში ბადმინტონის დახურული კორტები გაიხსნა!

Harvard-ის მეცნიერების AI მოდელი კიბოს 96%-იანი სიზუსტით ადგენს!