28
Jun
2019

“დღეს არის ვოლვოს ერა!” – როგორ ჩაიარა Volvo Cars-ის წარმომადგენლობის გახსნამ თბილისში

28 Jun 2019

ზოგჯერ ყველაზე კარგი მომენტი ისაა, რომელიც ჯერ არ მომხდარა. მომენტი, რომლის დროსაც მაქსიმალურად ვგრძნობთ ჰარმონიას და მინიმალურად გვიპყრობს რაიმეს შიში.. მომენტი, როდესაც უბრალოდ ვიცით, რომ უსაფრთხოდ ვართ..

 

ხანდახან კი, ასეთი მომენტის უშუალო წყარო შეიძლება მანქანა გახდეს..

ყველაფერი დაიწყო 1924 წელს, როდესაც ორი მეგობარი, რომელთაც მანქანის სიყვარული აერთიანებდათ, ერთმანეთს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ბარში შეხვდა.. ეს ორი მეგობარი კი ასარ გაბრიელსონი და გუსტავ ლარსონი იყვნენ. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ვოლვოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო მანქანის შექმნა.

“მე ვბრუნავ” – Volvo სწორედ ასე ითარგმნება.. და ამ სახელმა, ისევე როგორც მანქანებმა საკმაოდ დიდ დროს საკმაოდ ღირსეულად გაუძლეს. მეტიც, ისინი დღემდე დიდ პოპულარობას ინარჩუნებენ.

სწორედ ამგვარი მცირე ისტორიული დისკურსით გაიხსნა 26 ივნისს ვოლვოს Pop-up მაღაზია თბილისში. აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილების მწარმოებელ სხვა ბრენდებთან ერთად ახლა უკვე ვოლვოს წარმომადგენლობაც შემოგხვდებათ, თანაც სულ ახალი მოდელების დიდი ასორტიმენტით. საქართველოში ვოლვოს პირველი წარმომადგენლობის გახსნა თეგეტა მოტორსისა და Volvo Cars-ს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად მოხდა.

გახსნაზე პრეზენტაციის მთავარ თემას ვოლვოს თვისება – უსაფრთხოება წარმოადგენდა. “ვოლვო სიცოცხლისთვის” თითქმის ყველა მომხსენებელი ამას უსვამდა ხაზს და ეს ლოგიკურიც იყო იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომლებიც მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. აღმოჩნდა, რომ დღემდე ვოლვოს ისტორია მილიონამდე გადარჩენილ სიცოცხლეს ითვლის. პირველად სწორედ ამ ბრენდმა შესთავაზა საზოგადოებას სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი.. ვოლვომ იზრუნა არამარტო ზრდასრულ ადამიანებზე, არამედ ბავშვებზეც, ის პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც შექმნა ბავშვის სავარძელი, რათა ისინი უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.

ვოლვო არის უნიკალური ბრენდი, სადაც ყველაფერი იწყება ადამიანზე ზრუნვით..

“ვოლვოს საჭროება საქართველოში უკვე კარგა ხანია, დგას. ვოლვო კარგად ცნობილია ქართველი მომხმარებლისთვის და იგი ერთ-ერთი დიდი პრემიუმ ბრენდი იყო, რომელიც საქართველოს ბაზარზე აქამდე წარმოდგენილი ყოფილა. ფაქტია, რომ ხალხი ელოდებოდა მას, უკვე არაერთი კლიენტი მოვიდა ჩვენთან, რომლებსაც ვოლვო აქამდეც უყვარდათ, ჰყოლიათ და დაინტერესებულნი არიან ამ ბრენდით. ეს განაპირობა იმან, რომ ვოლვო ძალიან ცნობილია თავისი განსხვავებული მანქანებით, განსხვავებული დიზაინით, ასევე იმით, რომ იგი მაქსიმალურად ორიენტირებულია ხალხის უსაფრთხოებაზე.

“დღესდღეობით ვოლვო კარნახობს სხვა ბრენდებს, მწარმოებლებს, თუ როგორ უნდა განვითარდნენ, საით მიდის ტენდენცია, როგორი ტრენდებია.. ერთი სიტყვით, დღეს არის ვოლვოს ერა!”გაგა კოხრეიძე, კავკასუს ავტოს კომერციული დირექტორი

ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.

„მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. ვოლვო არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგავს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ასევე რათქმაუნდა მათთვის ვინც ავტომობილში ზის, ვოლვო ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. ვოლვოს და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვოლვოს საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგავთ წინ  ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.“ – განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული Pop-up მაღაზიის შემდეგ 2020 წლისთვის იგეგმება ვოლვოს მთავარი შენობის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ისე ავტორიზებული სერვისიც.

ვოლვოს წარმომადგენლები დაგვპირდნენ იმასაც, რომ ვოლვო 2025 წლისთვის მილიონზე მეტ ელექტრომობილს გამოუშვებს.

ვოლვოს ყველა აქტივობას და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი: შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენა.

სპიკერების გამოსვლის შემდეგ საშუალება გვქონდა, ვოლვოს ახალი მოდელები ახლოდან დაგვეთვალიერებინა. კერძოდ კი, ცენტრის ეზოში XC სერიის სხვადასხვა მოდელი იყო განთავსებული (XC 40, XC60 და XC90), რომლებიც ფლობენ ისეთ ჯილდოებს, როგორებიცაა: “მსოფლიო მანქანის გამარჯვებული”, “ევროპული მანქანის გამარჯვებული” და ა.შ..

ღონისძიების ყველაზე სახალისო ნაწილი კი გათამაშებამ შეადგინა. ორგანიზატორებმა ვოლვოს ისტორიიდან და ზოგადად ღონისძიებაზე მოსმენილი პრეზენტაციიდან აუდიტორიას კითხვები მოუმზადეს. როგორც აღმოჩნდა, გამარჯვებისთვის არა მხოლოდ ისტორიის ცოდნა, არამედ განსაკუთრებული სისწრაფის უნარიც უნდა გქონოდათ. სწორედ ამ პირობებში, სწორი პასუხების მაქსიმალური რაოდენობის მქონე პირველი სამი ადამიანი ორგანიზატორებმა საირმეს საგზურებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების ბოლო კი ტრადიციული იყო – მუსიკის ფონზე ერთმანეთისთვის ნაცნობმა და უცნობმა ადამიანებმა ერთად გააგრძელეს საერთო მხიარულება.

რაც შეეხება ვოლვოს ცენტრს, ამიერიდან უკვე გაქვთ შესაძლებლობა, ესტუმროთ მას და ოფიციალური წარმომადგენლობის დახმარებით შეიძინოთ შვედური ავტომობილი.

ავტომობილი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს..

ჩვენი მანქანები არ არის ყველასთვის მოსაწონი და არც ვცდილობთ, რომ ეს ასე იყოს. ვოლვოს მფლობელებს, ძირითადად, ის ხალხი შეადგენს, რომლებიც აფასებენ დროს, იციან, რა უნდათ და რატომ.. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არიან პროფესიონალები..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა