ეს ამბავი ბოლოდროინდელ პრობლემებს პასუხობს, რომლებიც ავტომწარმოებლების მიერ მანქანის სალონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციების რთულად ამოსაცნობი შრიფტით განთავსებას უკავშირდება. აქ უკვე ტიპოგრაფია უბრალო დიზაინი ან დეკორაცია კი არა, ფუნქციური უსაფრთხოების მახასიათებელია, რომელიც სენსორებთან, კამერებთან და მძღოლების დამხმარე სისტემებთან ერთად მუშაობს.
Volvo Centum იმისათვის შეიქმნა, რომ მისი წაკითხვა ერთი შეხედვისთანავე შესაძლებელი იყოს. შვედური ავტომწარმოებელი გვიმტკიცებს, რომ დიზაინის ეს დამატება მძღოლებს გზაზე კონცენტრირებაში დაეხმარება. შრიფტის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადეს, თუმცა მისი ჩაშვება ამ თვეში დაიწყო. ახალი შრიფტი ბრენდმა Dalton Maag-ის შრიფტების სტუდიასთან ერთად შექმნა, რომელიც ცნობილია გამორჩეული ფონტებით ეკრანებისა თუ საჯარო სისტემებისთვის.
ამგვარად, ბრიფი რაღაც ტრენდული კი არა, პრაქტიკული გახლდათ. ამოცანას დროისა და ძალისხმევის შემცირება წარმოადგენდა, რომელიც მძღოლებს მანქანაში არსებული წარწერების წასაკითხად სჭირდებოდათ. შესაბამისად, Centum მანქანის მართვის რეალობაზე დაფუძნებით დაიბადა — რომ ასობგერები მკაფიო უნდა დარჩეს მანქანის გადაადგილებისას, როცა გარეთ სინათლეები იცვლება ან თუნდაც არსებული ეკრანების ზომა და განათება განსხვავებულია.

ვოლვო ახლა გვეუბნება, რომ ყოველი მრუდი, სიგანე და დაშორება ასოებს შორის ვიზუალური ხმაურის შემცირებას ემსახურება, რაც ტექსტების მარტივად და სწრაფად ამოცნობას ართულებს. აქ კი გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მილიწამებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თანაც, შრიფტი ათობით ენაზე მუშაობს, რათა ვოლვოს გლობალურ სამომხმარებლო ბაზას ესადაგებოდეს. რაც შეეხება სახელს Centum, ვოლვოს მოახლოებულ 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2027 წელს შეუსრულდება. ამიტომაც ბრენდი ფონტს უფრო ფართო ცვლილების ნაწილად წარმოგვიდგენს, გვაჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ დიზაინს შემდგომი საუკუნისთვის.

კომპანია Centum-ის დებიუტს ამ წლის დასაწყისში EX60-ის მოდელში გეგმავს, შემდგომ კი ამ ხაზსა და ციფრულ პლატფორმებში გააფართოვებს. ეს მოიცავს არამხოლოდ მანქანებში არსებულ ეკრანებს, არამედ აპლიკაციებსა და ციფრულ შეხების წერტილებს, რათა ვიზუალურად თანმიმდევრულები იყვნენ იმაში, თუ რას ხედავენ მძღოლები თავიანთ ტელეფონებსა და რას, ბორბლებს მიღმა.












