Volvo-მ თავისი ავტომობილის ტექნოლოგია და უსაფრთხოების სიტემა ხელოვნებასთან გააერთიანა და პულიცერის პრემიის ლაურეატ ფოტოხელოვან ბარბარა დევიდსონთან ერთად, საინტერესო კამპანიაც შექმნა. City Safety-ის ფარგლებში, XC60 მოდელის ავტომობილს ფოტოაპარატის ფუნქცია დაემატა და უსაფრთხოების სისტემის დახმარებით, ბარბარამ საინტერესო ფოტოებიც გადაიღო. Volvo-ს ამ კამპანიით საზოგადოებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის წარმოდგენა სურდა, რასაც თავისი ავტომობილი გაუმჯობესებული უსაფრთხოების ფუნქციით აღიქვამს და რისკსაც მინიმუმამდე ამცირებს.