in ,

Volvo-მ ელექტრომობილი Polestar 2 წარადგინა

ახლახან Volvo-მ ახალი, ელექტრომობილი Polestar 2 წარადგინა, რომელიც Tesla Model 3-ის უპირობო კონკურენტია. ვოლვოს ავტომობილი სხვა ელექტრო მანქანების მწარმოებლებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი მათთან შედარებით იაფი – $45 000 ღირს. მასზე კომპანია 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

bog
bog-mob

მოდელს 400 ცხენის ძალა აქვს, 5 წამში 100 კილომეტრს ავითარებს და ერთი სრული დატენვით 442 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ Polestar 2-ის წინა მოდელი Polestar 1 მასზე გაცილებით ძვირი – $155 000 ღირდა და იგი ნახევრად ჰიბრიდული იყო. Polestar 2-ის შეძენა 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.

„ივარჯიშეთ ჟასმინ სანდერსთან ერთად“ – ბრიტანული Vogue-ის ახალი ვიდეორგოლი

დავით კოჩუაშვილის „პარალელური სამყარო მხატვრობაში“