in

Volvo-ს პირველი სატვირთო ავტომობილი და შოკისმომგვრელი ვირუსული ვიდეო

BOG
BOG

როდესაც თქვენი ვიდეო  Youtube-ზე ერთი თვის განმავლობაში აგროვებს 5 მილიონზე მეტ მნახველს,  თუნდაც ეს ვიდეო ნებისმიერი კომერციული ბიუჯეტის 1 %-ც კი არ ღირდეს, უკვე რთულია არ დაეთანხმო იმაში, რომ ეს წარმატებაა.

Volvo-ს ახალ სარეკლამო ვიდეოში დემონსტრირებულია ახალი Volvo FH – სერიის სიზუსტე და მისი შესანიშნავი კონტროლი. ვიდეოს ჩასაწერად ვოლვომ მოიწვია მსოფლიო კლასის აკრობატი Faith Dickey. მას ერთადერთი ამოცანა ჰქონდა, ორი Volvo FH შორის გაბმული ბაწრის მეშვეობით, ერთი მოძრავი Volvo FH დან მეორეზე  გადასულიყო.

ყველაფერი ეს მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი. აკრობატს ბაწარზე გადასვლა უნდა მოესწრო, სანამ თითოეული მანქანა გვირაბში შევიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრობატს არასახარბიელო ბედი ეწეოდა. მაგრამ ეს ყველაფერი  ჰოლივუდურ სტილში დამთავრდა.

შედეგად Volvo-მ სატვირთო მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორების დემონსტრირება მოახერხა. მათ გვანახეს რას გულისხმობდნენ, როდესაც ამბობდნენ “სიზუსტე და შესანიშნავი კონტროლი”, ფაქტორები, რომელსაც სატვირტო მანქანის მძღოლი ყველაზე ძალიან აფასებს.

რაც მთავარია, მათ მოახერხეს და  YouTube-ზე 5 მილიონზე მეტი მნახველი დააგროვეს, რაც პროდუქტის შესაძლებლობების წარსადგენად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

http://youtu.be/1zXwOoeGzys

ლემონდო

მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებს შორის ქართული კომპანია Lemondo საბოლოო ინვესტიციისთვის ”იბრძვის”

iPad Air-ის პირველი რეკლამა