სატვირთვო მანქანას სედანს ვერ შეაჯიბრებ, ტრასაზე ვერ გაუშვებ, სიჩქარით და “სპორტული აღნაგობით” ვერ დაიკვეხნი, ამიტომ რჩება ერთი გამოსავალი, უპოვო ისეთი კონკურენტი, რომელიც სატვირთო ავტომობილს შეეჯიბრება.
შვედებმა კონკურენტი ესპანეთში იპოვეს და ვოლვომ FL-ის მანევრირების დასამტკიცებლად ერთ–ერთი ყველაზე ძველი სანახაობა გამოიყენა. მატადორის როლში წითლად გადაღებილი მანქანა გაუშვა და კორიდა მოაწყო.
რეკლამას ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი ჰენრი ალექს რუბინი იღებდა. შუა საუკუნეების, ვიწრო ესპანურ ქუჩებში რეკლამის გადაღებას 28 კამერა და 250 კაციანი გადამღები ჯგუფი დასჭირდა.
http://youtu.be/_BRoU1hw-CU