in

“Volvo”, ანუ “ტრიალებს” – ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებლის ისტორია

ტრადიციული, კომფორტული, ხელმისაწვდომი, ყოველდღიურობისთვის ზედგამოჭრილი – ალბათ ამ სიტყვებზე საკმაოდ ბევრი ავტომობილი გაგახსენდებათ და, მათ შორის, აუცილებლად იქნება ვოლვო – მანქანა, რომლის არსებობასაც უბრალოდ ძალიან შევეჩვიეთ. ესაა ავტომწარმოებელი, რომლის სახელწოდებაც კი მჭიდროდაა დაკავშირებული მოძრაობასთან, სიჩქარესთან და, ზოგადად, ავტომობილთან – მისი სახელწოდება “Volvo” ხომ ლათინურად “ვტრიალებ-ს” ნიშნავს.

და მაინც, როგორ შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი?

1920-30-იანები

მისი ისტორია 1927 წელს იწყება, როცა Volvo Group ჩამოყალიბდა და შექმნა პირველი მანქანების სერია Volvo V4 (ასევე ცნობილია როგორც “იაკობი”). აღნიშნული ავტომობილი წარმოებული იქნა შვედეთის კუნძულ ჰისინგენში, გეთებორგში. იმ წელს ამგვარი 280 მანქანა დამზადდა. ამის შემდეგ, მცირე ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიიდან, ვოლვო განვითარდა და ჩამოყალიბდა, როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი. მძიმე სატვირთო მანქანები, ავტობუსები და თუნდაც სამშენებლო ტექნიკა გახდა მისი წარმოების ბირთვი.

Volvo V4

ვოლვომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1928 წელს გამოუშვა თავისი პირველი სატვირთო მანქანა, “სერია 1”. 1930 წლისთვის ვოლვო უკვე გაყიდული ჰქონდა 639 მანქანა. სატვირთო მანქანების ექსპორტი ევროპაში მალევე დაიწყო, თუმცა მანქანები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა აღიარებული შვედეთის გარეთ. პირველი ავტობუსი, B1, 1934 წელს ამოქმედდა. 1940-იანი წლების დასაწყისისთვის მას დაემატა თვითმფრინავების ძრავები, პროდუქციის ასორტიმენტი.

Volvo Truck Series 1

1940-50-იანები

1944 წელს ბრენდმა წარმოადგინა Volvo PV444 სამგზავრო მანქანა, თუმცა, ამ მოდელს წარმოებაში შესასვლელად კიდევ სამი წელი დასჭირდა. თავიდან ვოლვოს მანქანები იყიდებოდა ადგილობრივად და ევროპაში. ვოლვოს პირველი მანქანები ამერიკაში ჩავიდნენ 1955 წელს, მას შემდეგ, რაც საბითუმო ვაჭარმა მანქანები დაარიგა კალიფორნიაში, შემდეგ – ტეხასში. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ვოლვოს მანქანების გასვლა ამერიკულ ბაზარზე. მომდევნო წელს Volvo–მ დაიწყო მანქანების იმპორტი შეერთებულ შტატებში.

Volvo PV444

1960-80-იანები

1963 წელს ვოლვომ გახსნა Volvo Halifax ასამბლეის ქარხანა, პირველი ასამბლეის ქარხანა კომპანიის ისტორიაში შვედეთის გარეთ, ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიაში, კანადა. 1964 წელს ვოლვომ გახსნა თავისი ქარხანა ტორსლანდაში, შვედეთში, რომელიც ამჟამად მისი ერთ-ერთი უდიდესი წარმოების ადგილია (ძირითადად, იწარმოება დიდი მანქანები და ჯიპები). შემდეგ 1965 წელს გაიხსნა გენტის, ბელგიის ქარხანა, რომელიც არის კომპანიის სიდიდით მეორე საწარმო. ეს ასევე იყო ვოლვოს პირველი მდებარეობა ევროპული ეკონომიკური საზოგადოების შიგნით მანქანების წარმოებისთვის. 1989 წელს გაიხსნა შვედეთის უდევალას ქარხანა, რომელსაც ერთობლივად მართავდნენ Volvo Car Corporation და Pininfarina Sverige AB 2005 წლიდან 2013 წლამდე.

Volvo B1

1980-იან წლებში, ვოლვოს ყველაზე გაყიდვადი მანქანა გაერთიანებულ სამეფოში იყო ჰოლანდიური წარმოების Volvo 340, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც Volvo–მ შეიძინა DAF (ჰოლანდიური კომპანია) სამგზავრო მანქანების განყოფილება. 1986 წელს ვოლვომ აშშ -ში გაყიდა 113,267 მანქანა – ეს კომპანიისთვის რეკორდული წელი იყო. იაპონური ბრენდების გამოჩენა, როგორიცაა Acura და Lexus და მომდევნო წლებში Subaru სატვირთო ვაგონების მზარდი პოპულარობა ვოლვოსთვის მნიშვნელოვანი საბაზრო წილის დაკარგვას ნიშნავდა, რაც მათ არასოდეს დაუბრუნებიათ.

Volvo 340

Volvo–ს დიდი ხნის აღმასრულებელმა დირექტორმა Pehr G. Gyllenhammar–მა მალევე დაინახა, რომ Volvo-ს გადარჩენის შანსი მომავალში ძალიან მცირე იყო. სწორედ ამიტომ მან რამდენჯერმე სცადა გაერთიანება სხვა მწარმოებლებთან.

1990-2000-იანები

1999 წელს კომპანიამ მიჰყიდა თავისი ავტომობილის განყოფილება Ford Motor Company–ს  6,45 მილიარდ დოლარად. ამ ავტომობილების განყოფილებაში შედიოდნენ: Jaguar, Land Rover და Aston Martin. მას შემდეგ, რაც ფორდმა Jaguar Land Rover გაყიდა ინდოეთის Tata Motors–ზე, კომპანიამ თავდაპირველად გადაწყვიტა შეენარჩუნებინა Volvo Cars, მიუხედავად მზარდი ზარალისა და ეკონომიკური კრიზისისა. ფორდმა გადაწყვიტა Volvo Cars–ის გეგმების რესტრუქტურიზაცია. შედეგი იყო მდიდრული მეორე თაობის Volvo S80 და ახალი მცირე პრემიუმ Volvo XC60.

Volvo S80

მას შემდეგ, რაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი დაატყდა თავს შეერთებულ შტატებს 2008 წელს ფორდმა Volvo Cars-ის გაყიდვა მოინდომა. შვედეთის ოფიციალური პირები ასევე ღრმად იყვნენ შეშფოთებულნი იმის გამო, რომ ფორდს მალე გაკოტრება დაატყდებოდა თავს. შერჩეული მყიდველი იყო Zhejiang Geely Holding Group, ჩინური საავტომობილო მწარმოებლის Geely Automobile-ის მშობელი კომპანია. გარიგება  2010 წელს დასრულდა.

Volvo XC60

საკუთრების უფლების გადაცემის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვოლვოს მანქანები ცნობილია, როგორც მყარი და საიმედო უსაფრთხოების ინჟინერიის მქონე ავტომობილები. ვოლვომ, ფაქტობრივად, პირველმა შეიმუშავა უკანა მხარეს მყოფი ბავშვის სავარძელი 1964 წელს. 1990-იან წლებში ვოლვომ უსაფრთხოების ინოვაციების დანერგვა განაგრძო. გვერდითი ზემოქმედების დაცვის სისტემა (SIPS) დაინერგა 1991 წელს, ასევე, ვოლვო იყო პირველი ავტომობილების კომპანია, რომელმაც 1994 წელს შემოიღო გვერდითი აირბაგები. 1995 წლისთვის ეს გახდა სტანდარტული აღჭურვილობა ყველა მოდელში.

volvo S90

Geely–ის მფლობელობაში Volvo–მ შეიმუშავა 3 და 4 ცილინდრიანი დიზელის და ბენზინის ძრავების ახალი ხაზი. მან ასევე შეიმუშავა ახალი სატრანსპორტო პლატფორმა, Scalable Product Architecture (SPA) და ხელახლა დანერგა მოდელების გაფართოებული სერია-90, მათ შორის S90 სედანი და Volvo V90 ვაგონი.

ვოლვოს თანამედროვე ისტორია

2015 წელს ვოლვომ თავისი 89 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად გაყიდა ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა. Volvo–ს გაყიდვების დიდი მაჩვენებელი ჰქონდა სამივე ძირითადი გლობალური რეგიონიდან. გაყიდვები ევროპაში 2015 წელს 10%-ით გაიზარდა და 269 ათასი შეადგინა, რაც გლობალური მოცულობის 50%-ზე მეტს შეადგენს. ვოლვოს აღორძინება შეერთებულ შტატებში გაიზარდა, გაყიდვები 24%-ით გაიზარდა 2015 წელს, ხოლო ჩინეთი დაბალ დონეზე იყო გაყიდვების რთული გარემოს ფონზე, მაგრამ გაყიდვები მეოთხე კვარტალში გაიზარდა 11%-ით.

Volvo S90 Wagon

2017 წლის ივლისში, ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ 2019 წლის დასაწყისიდან მისი ყველა ახალი მოდელი ელექტროძრავაზე იმუშავებდა. Volvo ასევე არის ავტონომიური მანქანების ერთ-ერთი მომხრე.

დღესდღეობით ვოლვოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 2300 ადგილობრივი დილერი ჰყავს. Volvo Cars–ის უმსხვილესი ბაზრებია ჩინეთი, შეერთებული შტატები, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია.

დღეს ვოლვოს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მანქანების კოლექცია ახლა ვოლვოს მუზეუმშია განთავსებული, რომელიც გაიხსნა არენდალში, ჰისინგენში 1995 წლის 30 მაისს. რამდენიმე წლის განმავლობაში კოლექცია განთავსებული იყო ცისფერ ფარდულში, მაშინ დახურულ ტორსლანდას აეროპორტში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Spotify-ს ახალი ფუნქცია მეგობრების საერთო გემოვნებას ახალ ფლეილისთად აქცევს

ტატუკა ჭუმბურიძე – #პირველისამსახური