Volvo-ს ყველა ახალი, სრულად ელექტრო ავტომობილი ტყავის გარეშე იქნება. პირველი ასეთი მოდელი C40, ბრენდმა, 2021 წლის ზაფხულში უკვე გამოუშვა. კომპანიაში ამბობენ, რომ წარმოებაში, უფრო მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად ბევრად უსაფრთხო მასალას იყენებენ. ინიციატივა „ვოლვომ“ ახალ სარეკლამო რგოლში გააჟღერა, რომლის მთავარი პერსონაჟიც ამერიკელი მოდის დიზაინერი ფილიპ ლიამია. ის ეკოლოგიის დაცვაზე საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარემოზე ისეთმა კომპანიებმა იზრუნონ, რომლებიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიანს აყენებენ ბუნებას.
Volvo, ახალი სრულად ელექტრო ავტომობილების დასამზადებლად, ტყავს აღარ გამოიყენებს
