Volvo, მსოფლიოს მასშტაბით, ნახევარ მილიონამდე მანქანას ბაზრიდან გაიწვევს. ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა. Euronews-ის ცნობით, მიზეზი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ქარხნული წუნის გამო, გარკვეულ მოდელებში, დიზელის ძრავის დეტალი, შესაძლოა, დადნეს და უარეს შემთხვევაში კი, თავად ძრავი გადაიწვას, რაც სიცოცხლისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.
ეს პრობლემა 2014-2019 წლებში გამოშვებულ ოთხ-ცილინდრიან, დიზელის ძრავიან მანქანებს აქვთ. უფრო კონკრეტულად კი, Volvo-ს პრეს-სპიკერის თქმით, საუბარია შემდეგ მოდელებზე: V40, V60, V70, S80, XC60, XC90.
ბოლო პერიოდში, ფინანსური მაჩვენებლის ზრდის შემდეგ, ეს ფაქტი, Volvo-სთვის სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება.











