in

პატარა გოგონას დიდი ოცნებების საბედისწერო გზა – Volvo-ს ვიდეორგოლი

ბოლო დროს, ავტომობილების მწარმოებელი სხვადასხვა ბრენდის, არაერთი საინტერესო სარეკლამო რგოლი გვინახავს მანქანის ახალ – ავტომუხრუჭის ფუნქციაზე. თუმცა, Volvo-ს სულ ცოტა ხნის წინ გამოსული ვიდეო, რომელზეც სააგენტო Forsman & Bodenfors-მა იმუშავა, უდავოდ გამორჩეულია. სკოლის პირველი დღით შეშინებული პატარა ლამაზი გოგონა იმ მომავალზე საუბრობს, რომელიც მას ამ დღის წარმატებით გადატანის შემდეგ ელოდება: ერთგული მეგობრები, ახალი გამოცდილებები, უნივერსიტეტი, საინტერესო აღმოჩენები, მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, წარმატებული კარიერა, პირველი სიყვარული და საკუთარი ოჯახი. ამასთან, მთავარი გმირის წარმოდგენების პარალელურად, რომელიც დიდი შემართებითა და ოცნებებით გართული მიაბიჯებს სკოლისკენ, გამოუძინებელი ქალბატონი მანქანით სამსახურისკენ მიემართება. გამოფხიზლების მიზნით, ყავას სვამს და სწორედ ამ დროს ის საბედისწერო მომენტი დგება, რომელმაც შესაძლოა, პატარა გოგონას ოცნებებს ადგილზევე დაუსვას წერტილი. 

რა ხდება მაშინ, როდესაც შენი ოჯახის წევრი ტელევიზორში ჩნდება? – კამპანია ძველი ურთიერთობების დასაბრუნებლად

როგორ დავძლიოთ ბარიერები სოციალურ ფენებს შორის? – AIME-ს ვიდეორგოლი