in

Volvo-ს ტესტირება “Baby Shark”-ის ფონზე – სახალისო, ოჯახური ვიდეო ბრენდისგან

Volvo ხშირად პოზიციონირებს, როგორც საოჯახო მანქანების ბრენდი. ამის კიდევ ერთი დამადასტურებელია მისი ბოლოდროინდელი ვიდეორგოლი, რომელიც Volvo Car Armenia-სთვის შეიქმნა. იუმორითა და ოჯახური მუხტით გაჯერებული ეს რეკლამა მომხმარებელს ე.წ. Test-Drive-ის კულტურას შეახსენებს.

სატესტო მართვა იმის გარანტიაა, რომ კლიენტი მანქანას შეიძენს. იმისთვის, რომ მეტი ადამიანი მოეწვია ტესტირებაზე, ბრენდმა წარმოადგინა რგოლი, სახელად, „ოჯახური ტესტირება”, რომლითაც ხაზი გაუსვა Volvo-ს, როგორც საოჯახო ბრენდის მიმზიდველობას.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Doping Creative Agency-მ იმუშავა. საინტერესო ფაქტია ის, რომ, როცა სააგენტო რეკლამისთვის ინსაითებს ეძებდა, მან იპოვა სიმღერა, რომელიც ყველა მშობელს აკავშირებს ერთმანეთთან მთელ მსოფლიოში – “Baby Shark”. ეს სიმღერა ყველა ბავშვს უყვარს და ყველა მშობელმა იცის, ის ისმის ყველგან, სადაც ბავშვები არიან. თუნდაც, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილში.

საბოლოოდ, სცენარი ასე წარიმართა: პატარა ზვიგენზე ამღერებული 4-წევრიანი ოჯახი და Volvo-ს შეწუხებული წარმომადგენელი, რომელიც იტანს ამ ყურისწამღებ მოგზაურობას, რათა დაეხმაროს პოტენციურ კლიენტს მანქანის ყიდვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ოჯახი მხიარულად მონაწილეობს ამ ტესტირებაში და აშკარად კმაყოფილია.

Mercedes-Benz-მა ავტოავარიაში დაშავებულ ძაღლს ეტლი დაუმზადა!

Fisher-Price-მა „მეგობრების“ სათამაშო ფიგურები გამოუშვა