დედამიწა მეექვსე მასობრივი გადაშენების პირასაა. ამაზე ბევრი საუბრობს. Volvo-მ ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის საშუალებით, გადაწყვიტა ბიოლოგ კარლ ჯონსზე ეამბნა – კაცზე, რომელსაც ამოძრავებდა დაუოკებელი სურვილი, გადაერჩინა გადაშენების პირას მყოფი ფრინველები. მან დაიჯერა, რომ თუკი ერთი სახეობის გადაშენებას შეუძლია დიდი ზიანის მოტანა, მაშინ მისი გადარჩენითაც შეიცვლება რაღაც. ჯონსის ანგარიშზეა ხუთი სახეობის ფრინველის, სამი სახეობის რეპტილიის, ღამურის ერთი ჯიშისა და რამდენიმე მცენარის გადაშენებისგან ხსნა. “ვოლვომაც” სწორედ ამიტომ აირჩია ჯონსი, რაღა ეჩვენებინა, რომ ერთი ადამიანის ძალისხმევასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფილმის ბოლოს კი, ბრენდმა დააანონსა, რომ 2025 წლისთვის ყოველ მანქანაზე გამონაბოლქვს 40%-მდე შეამცირებს. ვიდეორგოლზე სააგენტომ Grey London იმუშავა.
კაცი, რომელმაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველები გადაარჩინა [ვიდეო]
