in

ერთმანეთზე დადგმული 4 სატვირთო – Volvo-ს მორიგი გიჟური ექსპერიმენტი

ის ექსპერიმენტი ხომ გახსოვთ, ვოლვოს ორ სატვირთოს შორის ჟან-კლოდ ვან დამი რომაა გამოკიდებული? ფონად კი, სრულიად აუღელვებლად, Enya-ს სიმღერა “Only Time” გასდევს. 2013 წელს გამოსულმა ამ რეკლამამ, YouTube-ზე 96 მლნ ნახვა დააგროვა, საერთო ჯამში და ინდუსტრიის აღიარებაც დაიმსახურა – კანის ლომებზე გრან-პრი მოიპოვა, ფილმის კატეგორიაში. მას შემდეგ, შვიდი წელი გავიდა. ახლა კი, “ვოლვომ” მაყურებლის გაოცება სრულიად ახალი ექსპერიმენტით გადაწყვიტა. ერთმანეთზე დადგმული 4 სატვირთო მანქანა, რომლებსაც თავზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, კომპანიის პრეზიდენტი როჯერ ალმი ადგას. “ვოლვოს” ცათამბჯენის მშენებლობას მთელი თვე დასჭირდა. ცათამბჯენი 15.24 მეტრი სიმაღლისაა და 58 ტონას იწონის.

კადრს მიღმა სცენების სანახავად კი, ამ ვიდეოს მიადევნეთ თვალი:

ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი, ჟან-კლოდ ვან დამის ექსპერიმენტის გადამეორება გადაწყვიტეთ:

საერთაშორისო ვიზიტორების რეიტინგი საქართველოში – TOP 15 ქვეყანა

როცა 84-ის ხარ, მაგრამ თან ოფიციალურად, 21-ის გახდი – Aviation Gin-ის კამპანია