in

Volvo FE Electric – ნარჩენების შესაგროვებელი სატვირთო მანქანა

veon
veon

ვოლვომელეტრო ავტომობილი Volvo FE Electric წარადგინა. ახალი სატვირთო მანქანა სპეციალურად ნარჩენების შეგროვების ოპტიმიზაციისთვის შეიქმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ლითიუმიონის FE Electric-ს, გადაადგილებისას, არც ხმა აქვს და არც ვიბრაცია. შესაბამისად, მისი გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც კი. მათივე თქმით, ახალი სატვირთოს მეშვეობით შესაძლებელია ნარჩენების სრულყოფილად დაპრესა და კომპაქტურად შეგროვება.

Volvo FE Electric-ის ძრავს 175 ცხენის ძალა აქვს და, სრულად დატენილი 6 ბატარეით, 186 მილს გადის.  სპეციალურად ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილი სატვირთო მანქანა ნარჩენებს დილით ადრე, ან გვიან ღამით შეაგროვებს.

„ეს იქნება თანამშრომლობის ახალი საფეხური იმ ქალაქებთან, რომელთა მთავარი მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ხმაურის შემცირება და პიკის საათებში მოძრაობის განტვირთვაა“, – ამბობს Volvo Trucks-ის პრეზიდენტი.

პირველი Volvo FE Electric ევროპის ქუჩებში 2019 წელს გამოჩნდება.

ბელა ჰადიდი და ალექსანდერ ვანგი კანის ფესტივალისთვის შექმნილ ვიდეორგოლში – Magnum

როცა მოძალადე თავად არის მსხვერპლი! – პრინტ კამპანია ბულინგის წინააღმდეგ