in

Volvo-ს ახალი მანქანა არ იმოძრავებს, თუ მას ნასვამი მძღოლი მართავს

გზები მანამ არ გახდება სრულიად უსაფრთხო, სანამ მძღოლი სრულად ფოკუსირებული არ იქნება მასზე. Volvo-ს კი ამ საქმის აღება თავის თავზე სურს — ელექტრო მანქანას ქმნის, რომელიც იგრძნობს, როცა მძღოლი ნასვამი იქნება. 

EX90 SUV არა მხოლოდ ეტყვის მომხმარებლებს, მისი მფლობელი ალკოჰოლისა თუ სხვა რამის ზეგავლენის ქვეშაა, არამედ მანქანის გაჩერებასაც შეძლებს. ეს სისტემა სინათლის დადგენისა და დიაპაზონის (LIDAR) სენსორებს იყენებს. ერთი სენსორი ელექტრო მანქანის ექსტერიერზე იქნები დამაგრებული, რათა გარე საფრთხეები დააფიქსიროს, დამატებით ორი კი მანქანაში მძღოლის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად განთავსდება. 

სენსორი მძღოლის თვალების მოძრაობასაც კი აკვირდება, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა მას მანქანის უსაფრთხოდ მართვა. Volvo-ს მიხედვით, იგი იმასაც ადგენს, საით იხედება მძღოლი ან რამდენ ხანს აქვს დახუჭული თვალები. თვალის სხვადასხვა ნიმუში კი მანქანის შესახებ ინფორმირებულობის განსხვავებულ დონეებზე მიუთითებს. 

მაგალითად, თუ მძღოლი ზედმეტი ალკოჰოლის  ან წამლების ზემოქმედების ქვეშ იქნება, ეძინება ან ყურადღება გაფანტული ექნება, Volvo-ს ელექტრო მანქანა რამდენიმე გაფრთხილებას მისცემს მის მფლობელს, რათა მანქანა გააჩეროს. ხოლო თუ იგი შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, შენელებას დაიწყებს მანამ, სანამ არ გაჩერდება. მეტიც, ელექტრო მანქანის ნათურები სხვებს გააფრთხილებს, რომ მანქანა ჩერდება.

EX90 გზებზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა და ასე, იქნებ, ჩვენც მოვახერხოთ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა…

როგორ გამოვხატავთ ყავის ლიქიორისგან მიღებულ სიამოვნებას? — Mr. Black Roasters and Distillers-ის კამპანია

როგორ შეიძლება, ელექტრონული კომერცია უფრო მიმზიდველი გახდეს?