in ,

სცენაზე დაბრუნება მტანჯველი 29 წლის შემდეგ და ბოსტანი ოკეანის ფსკერზე – Human Made Stories-ის 2 ნაწილი

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Volvo-მ საინტერესო და ამასთან, ემოციური კამპანია Human Made Stories წამოიწყო, რაც ძირითადად, შთამბეჭდავი ისტორიების შეგროვებას, ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებასა და იმ ადამიანების დახმარებას გულისხმობს, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი სამიზნე ამბები ის ისტორიებია, რომლებიც ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ფართო არეალს კარგად წარმოაჩენენ. სააგენტო Valenstein & Fatt-სა და ბრიტანული არხის, Sky Atlantic-ის დახმარებით, Volvo-მ უკვე აღმოაჩინა რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი ისტორია და ისინი მოკლემეტრაჟიან ფილმებად აქცია.

პირველი ვიდეო Music of the Mind-ი, 2 მუსიკოსი ქალბატონის შთამბეჭდავი მეგობრობის, ტრაგიკული შემთხვევისა და ახალი, უნიკალური  ტექნოლოგიის შესახებ მოგვითხრობს. უბედური შემთხვევის შედეგად, უნიჭიერესი როზი სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება და სამუდამოდ დაემშვიდობება თავის საყვარელ საქმიანობას. თუმცა, საოცარი ტექნოლოგიის დახმარებით, რომელიც ერთ-ერთმა მეცნიერმა შექმნა, როზიმ 29 მტანჯველი წლის შემდეგ კვლავ შეძლებს ნაწილობრივ მაინც იმ საოცარი შეგრძნებების განცდას, რასაც სცენაზე გამოსვლა და ორკესტრთან ერთად შესრულება ჰქვია.

https://vimeo.com/230146752

მეორე, არანაკლებ საინტერესო ამბავი, Nero’s Garden-ი, მამა-შვილის წარმოუდგენელ ექსპერიმენტს გვაცნობს. მეურნეობის გადასარჩენად, რომელიც გამუდმებით ეწირება არამდგრად კლიმატსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას, ოჯახმა გადაწყვიტა, ბოსტნეული პირდაპირ ოკეანეში, წყალქვეშ მოეყვანა. ერთი შეხედვით, სრულიად წარმოუდგენელ და აქამდე გაუგონარ მცდელობას დიდი დრო და ენერგია შეეწირა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გამოიღო შედეგი, რომელმაც შესაძლოა, მომავალიც კი შეცვალოს. სწორედ მსგავს ისტორიებს ეძებს Volvo და ცდილობს, უნიკალური იდეების მქონე ადამიანებს დაეხმაროს .

https://vimeo.com/230147714

რელიგია, ნარკოდამოკიდებულება და სექსუალური ძალადობა – 3 ქალის ისტორია, რომელთაც სპორტი აერთიანებთ

5 წესი იმისთვის, რომ სამსახურში ბედნიერი, ენერგიული და პროდუქტიული იყო