in

„ვუვლი“ – მარტივი პასუხი ავტომფლობელების რთულ პრობლემებზე

თანამედროვე დატვირთული ყოველდღიურობის პირობებში, რთულია გამოვნახოთ დრო ავტომობილისთვის საჭირო საკითხების მოსაგვარებლად. გეგმიურ საქმეებს, ხშირად, სამერეოდ გადავდებთ ხოლმე, გადაუდებელი პრობლემა კი ნამდვილ თავსატეხად იქცევა – ხელოსნებთან და ნაწილების საძებნელად სიარულში ძალიან დიდი დრო და ენერგია იხარჯება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, „ჯიპიაისა“ და „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა ციფრული პლატფორმა „ვუვლი“. ესაა სერვისი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ავტომობილთან დაკავშირებული გეგმიური თუ გადაუდებელი პრობლემების მოგვარებას. ავტომობილისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც ერთჯერადი სერვისით, ასევე, გახდეს გამომწერი და დამატებითი მომსახურებები მიიღოს. Voovly-ით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ვებგვერდით, ასევე, აპლიკაციით, რომელიც Android-სა და iOS-ზე უკვე ხელმისაწვდომია. ბრენდის, პლატფორმისა და საკომუნიკაციო კამპანიის ჩამოყალიბებაზე სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა. „ვუვლის“ სერვისებსა და ბრენდინგზე კომპანიის გენერალურ დირექტორს, არჩილ ბერიძესა და სააგენტო Windfor’s-ს ვესაუბრეთ.

M: მომხმარებლების რა საჭიროებამ მიგიყვანათ ამ სერვისის შექმნის გადაწყვეტილებამდე?

არჩილ ბერიძე: ბრენდის შექმნის დროს, სიღრმისეულად შევისწავლეთ ავტომფლობელების პრობლემები. კვლევით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევა არის უნდობლობა ხელოსნების მიმართ და  ბაზარზე  შესაბამისი ექსპერტების ნაკლებობა. ჩვენი მიზანი ამ რეალობის შეცვლაა. „ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც საკუთარ ავტომობილს ანდობ. ციფრული პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის მოვლასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. ავტომფლობელს ხელოსნებთან კომუნიკაცია, ქალაქში ქაოტურად განთავსებულ სერვისცენტრებში სიარული და ავტონაწილების ძებნა აღარ მოუწევს – მანქანას პროფესიონალი ავტოექპერტები მოუვლიან.  ისინი მანაქანის შეკეთებას აორგანიზებენ და პროცესს ზედამხედველობასაც  პირადად უწევენ,  ავტომობილის მფლობელს  კი ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან.

როგორც მოგეხსენებათ, ცხოვრების მაღალი ტემპისა და დროის სიმცირის გამო მომხარებელი ვერ ახდენს ავტომობილის გეგმიური თუ სეზონური მომსახურებების დროულ უზრუნველყოფას, გარდა ამისა, ყველას ურჩევნია თავისუფალი დრო მისთვის საყვარელ საქმიანობას დაუთმოს და არ ირბინოს პროფილაქტიკებში ან სავალი ნაწილების მოსაძიებლად ქალაქის ერთი ბოლოდან – მეორეში. სწორედ ამიტომ, შევქმენით ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებელს, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში შეუძლია შეუკვეთოს მისი ავტომობილისთვის საჭირო მომსახურება, ხოლო ჩვენი ავტოექსპერტი სრულად გადაიბარებს, მომსახურებისთვის საჭირო სრულ პროცესს.

M: როგორია „ვუვლის“ კონცეფცია?

არჩილ ბერიძე:  ავტომობილთან დაკავშირებული უსიამოვნო ისტორიები ბევრ ჩვენგანს გვქონია. ხშირად, ერთ მცირედ პრობლემას გართულებების მთელი ჯაჭვი მოჰყვება. მაგალითად, საბურავის დაზიანებაც კი ძალიან უსიამოვნო პროცესების საწყისი შესაძლოა გახდეს: ავტომობილი უნდა გადაიყვანო სერვისცენტრში, სადაც შესაძლოა ვერ შეაკეთონ. იწყებ შესაბამისი ნაწილების ძებნას, ქალაქში გაბნეულად განლაგებულ მაღაზიებში. ამ ყველაფერს მიაქვს ძალიან დიდი დრო, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგიაზე. ახლა, ამ დაბრკოლებების თავიდან აცილება  მხოლოდ ერთი ღილაკით არის შესაძლებელი.

„ვუვლი“ არის მოკლე პასუხი გრძელ პრობლემებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ვუვლის“ გავლით მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, სანდო და გამჭვირვალე სერვისი, ხოლო შეკეთების პროცესს ჩვენ გავუწევთ მეთვალყურეობას. ეს გამორიცხავს შეცდომებს და ამის გამო ხარჯების ზრდის ალბათობას – ამიტომ, თუ ჩვენ გადმოგვაბარებთ მანქანის მოვლას, ეს არამხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც დაგიზოგავთ. ვუვლის კონცეფციის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის – ავტომომსახურების საიმედო ეკოსისტემა.

M: რა სერვისებს ფარავსვუვლი“ და რატომ უნდა გავხდეთ მისი სერვისების რეგულარული გამომწერები?

არჩილ ბერიძე: ჩვენი სერვისი მოიცავს მანქანასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, იქნება ეს გეგმიური სერვისი: ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა თუ გადაუდებელი მომსახურება, როგორიც არის მაგალითად, ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების შეკეთება. ყველაფერს ჩვენი ავტოექსპერტი აგვარებს. მისი გამოძახება კი ერთი კლიკითაა შესაძლებელი. მომსახურების მიღება კი ერთჯერადად ან ყოველთვიური  გადახდი შემთხვევაში – შეუზღუდავად არის შესაძლებელი. გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელი უფასოდ მიიღებს არაერთ სერვისს. მაგალითად, ევაკუატორის გამოძახება, საწვავის ადგილზე მიწოდება, საბურავის დაბერვა / შეცვლა / შეკეთება, ავტომობილის დაქოქვა ელექტრო მაერთებელი კაბელით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

M: როგორია „ვუვლი“, როგორც ბრენდი?

სააგენტო Windfor’s: „ვუვლი“ ჩვენი ერთი-ერთი საყვარელი პროექტია. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ბრიფები, რომელთა ფარგლებშიც ბრენდი სააგენტოში იბადება – სტრატეგიიდან საკომუნიკაცო გეგმამდე. ბრენდის შეფუთვაზე მუშაობა პროდუქტის განვითარების პარალელურად დავიწყეთ.

ავტომომსახურების სფერო აუთვისებელი, თან საკმაოდ კომპლექსური ბაზარია, დღესდღეობით არ ვხვდებით ბევრ ციფრულ პლატფორმას, რომლებიც „ვუვლის“ მსგავს პროდუქტს გვთავაზობს. ჩვენს ბრენდს ორი მთავარი კონკურენტული უპირატესობა აქვს:

  • მობაილ აპლიკაცია, რაც უფრო მარტივს ხდის სერვისის მიღებას დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • სანდო და ხარისხიანი ეკოსისტემა – სერვისის პროვაიდერების სწორად შერჩევა აუცილებელია მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის.

პლატფორმა ყველა იმ სერვისს აერთიანებს, რაც მანქანის მოვლასთან არის დაკავშირებული. სწორედ აქედან წამოვიდა სახელის იდეაც – „ვუვლი“. 

M: როგორ ჩამოყალიბდა „ვუვლის“ ვიზუალური იდენტობა და კამპანია?

სააგენტო Windfor’s: მთავარი სიმბოლო მინიმალისტური, ტიპოგრაფიული ლოგოა – უფრო სოლიდურობაზე აკეთებს აქცენტს. ვიზუალური სტილი კი ბრენდის ხასიათს უსვამს ხაზე – ილუსტრაციები, სიმბოლოები, ფერთა მკვეთრი კონტრასტები. ბრენდის აუდიტორია საკმაოდ ფართოა, ამიტომ ბრენდინგიც არ არის ნიშური – საყოველთაო და მეგობრულია.

პროდუქტი რამდენიმე კვირის წინ დაილონჩა საიმიჯო კამპანიით. „ვუვლი“ მოკლე პასუხია „გრძელ“ პრობლემებზე – კამპანიაც სწორედ ამ მარტივ ლოგიკაზეა დაფუძნებული. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიძლება ავტომობილის გამო შეგექმნას, უამრავ დროსა და ენერგიას, სხვადასხვა პროფესიონალებთან ურთიერთობას და ადგილიდან ადგილზე სიარულს მოიცავს. ვუვლის დახმარებით კი, გრძელი პროცესის ერთი, მარტივი მოქმედებით გადაჭრა, მათი „და-zip-ვა“ შეგიძლია.

კამპანიის მთავარი დრაივერი ვიდეოსერიებია, რომლებიც სახალისოდ და ლაკონურად გადმოსცემს კამპანიის მთავარ სათქმელს და ყველა მძღოლისთვის ნაცნობი, ინსაიტური შემთხვევების მეშვეობით აცნობს პროდუქტს მომხმარებელს.

M: ვისთვის არის საინტერესო „ვუვლის“ სერვისები“?

არჩილ ბერიძე: „ვუვლის“ საინტერესოა როგორც ახალბედა მძღოლებისთვის, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ავტომობილის მოვლაშეკეთებასთან დაკავშირებულ საჭიროებებში, ასევე ავტომანქანის გამოცდილი მფლობელებისთვის, რომლებსაც საკმარისი დრო არ აქვთმოუარონ ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაზე ზრუნვის მნიშვნელობა კარგად ესმით. მათვუვლი“ საშუალებას აძლევსსაკუთარი დრო უფრო სასიამოვნო საქმეებს მოახმარონ.

„ვუვლის“ მომხარებლებს აქვს არჩევანის თავისუფლება, როგორც ოფიციალური ავტომწარმოებლების ცენტრებში მიიღონ სასურველი მომსახურება, ასევე მულტიბრენდულ თუ არაბრენდირებულ სერვისცენტრებში. გარდა ამისა, პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და ხარჯეფექტურიმომხარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს ავტომობილის გადაადგილების მარშრუტს და მიიღოს მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

M: რით იყო „ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ ამ პროექტის ჩამოყალიბება საინტერესო?

არჩილ ბერიძე:ვუვლი“ „ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ დაჯიპიაი ჰოლდინგის“ მხარდაჭერით შეიქმნა. „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ მსგავსი მომსახურება ევროპის 11 ქვეყანაში აქვს და საქართველოც მომდევნო წარმატების მაგალითი უნდა გახდეს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში დაბალ პროფესიონალიზმთან ერთად, მანქანის შეკეთების ბაზარი ჩრდილოვანი სტრუქტურით და დაურეგულირებელი სისტემით ხასიათდება.სწორედ ევროპული ექსპერტიზა და გამოცდილება ქმნის გარანტს, რომვუვლი“ ავტომფლობელებისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი იქნება და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ავტომომსახურების სფეროს

[R]

Soul Train – ლეგენდარული სატელევიზიო შოუს ენერგია შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გადმოინაცვლებს

„ბორჯომი“ რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა