VOOVOO ქართულ-ლატვიური ტექნოლოგიური სტარტაპია, რომლის მიზანსაც ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის მაქსიმალურად შემცირება წარმოადგენს. ამისათვის სიჩქარის შემზღუდველი ჭკვიანი მოწყობილობა შექმნეს — ის სიჩქარეს გზაზე დაწესებული ლიმიტის შესაბამისად ზღუდავს.
გარდა სიჩქარის შეზღუდვისა, ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც მარტივად ინტეგრირდება ავტომობილში და სრულიად ავტონომიურია შეუძლია:
- აგრესიული მართვის კონტროლი
- მართვის საზღვრების შეზღუდვა
- ავტომობილის ცვეთის შემცირება
- საწვავის მოხმარების შემცირება
- უსაფრთხო „იმობილაიზერ“ სისტემა (საზღვრიდან გადასვლის შემთხვევაში ავტომობილი ჩერდება)
ბაზარზე გამოჩენის 4 წლის თავზე VOOVOO საერთაშორისო ბიზნეს ქსელის მიერ ორგანიზებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. აპლიკაციის შევსების შემდეგ აღნიშნული სტარტაპი 20 რჩეულს შორის მოხვდა, „მასში გამარჯვება კი კიდევ ერთ გზას გაგვიხსნის საერთაშორისო ბაზარზე, რათა მოწყობილობის რეალიზაცია მოვახერხოთ როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში“, — აღნიშნავს სტარტაპის გუნდი.
კონკურსში ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ — ის დღეს 12 საათზე სრულდება.