in

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიტნეს დარბაზი, Vortex გაიხსნა

გაზაფხულზე თბილისს ახალი სავარჯიშო სივრცე შეემატა. Vortex-ის თანამედროვე და მრავალფეროვანი ფიტნეს დარბაზი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

დარბაზის სივრცე 1,400კვ/მ-ს შეადგენს და აღჭურვილია ახალი თაობის ტრენაჟორებით. ის მაქსიმალურად გათვლილია მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებზე. Vortex Fitness-ის ვიზიტორებს შეუძლიათ დაკავდნენ როგორც ფიტნესით, ასევე 10-მდე სხვადასხვა სახის ჯგუფური ვარჯიშით, როგორებიცაა: იოგა, პილატესი, ზუმბა, სტრეჩინგი, ბოდი ბალეტი, აერობიკა, პრესები, კრივი, ჩაჯდომები. ჯგუფურ ვარჯიშებს უძღვებიან სერტიფიცირებული და გამოცდილი მწვრთნელები.

ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებების დასაწყებად საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და მოძრაობა! პირველი ნაბიჯი იწვევს მომდევნოს და ასე იწყება დაუსრულებელი სვლა სრულყოფილებისკენ. დიდი ხანია გვქონდა იდეა, შეგვექმნა დიდი სავარჯიშო სივრცე, რომელიც ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანს გააერთიანებდა, დარბაზი მორგებულია ყველა სეგმენტზე, ულიმიტო აბონემენტი თვეში 149 ლარი ღირს, დილის (07:00-15:00) აბონემენტის
ყიდვა კი 109 ლარად არის შესაძლებელი. ასევე გვაქვს ფასდაკლება 3, 6 და 12 თვიან პაკეტებზეც. ვფიქრობთ, აღნიშნული საფასო პოლიტიკა საკმაოდ
კონკურენტუნარიანია“, – ამბობს კომპანიის დირექტორი ვაკო მეთეფშიშვილი.


დარბაზი ფუნქციონირებს დილის 07:00-დან ღამის 00:00-მდე, მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2. ტელ: 0322501700.

[R]

3 სტრატეგია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად

სკარპიერა მოგყვება ფეხდაფეხ – ბრენდის ახალ კამპანიაზე Leavingstone-მა იმუშავა