თბილისის ფიტნეს ინფრასტრუქტურას ახალი მასშტაბური ფილიალი შეემატა – გლდანში Vortex Fitness-ის მესამე ფილიალი გაიხსნა.
Hammer Strength-ის სერტიფიცირებული ფიტნეს ცენტრი აღჭურვილია Life Fitness და Hammer Strength-ის უახლესი ტრენაჟორებით და მოიცავს ოთხ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო ზონას, რაც იძლევა როგორც ფუნქციური, ისე ძალისმიერი, კარდიო და დამამშვიდებელი ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობას. ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია 12-ზე მეტი ტიპის ჯგუფური ვარჯიში, საუნა და სრულად ადაპტირებული სივრცე ეტლით მოსარგებლეთათვის.

საპარკინგე ზონა გათვლილია 60-ზე მეტი ავტომობილისთვის და მოიცავს ელექტრომობილების დამუხტვის წერტილებსაც. სივრცის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყო მომხმარებლის კომფორტი ყველა პირობაში – მათ შორის მაღალი დატვირთვის დროსაც.
წინა ორ ფილიალში, ზაფხულის პიკსეზონზე, ვიზიტების რაოდენობამ თვეში 50,000-ს მიაღწია. ახალი ფილიალი შეიქმნა სწორედ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მზარდი მოთხოვნის და აქტიური ურბანული ცხოვრების პირობებში ქალაქს სჭირდება.
გლდანის ფილიალი უფრო ფართო ტენდენციისა და ხედვის ნაწილია: ფიტნესი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასეთი სივრცეები უბნებს სძენს თანამედროვე ცხოვრების სტილს, შესაძლებლობებსა და ახალ ენერგიას. გლდანის ფილიალის პარალელურად, კომპანია გეგმავს განვითარებას თბილისის სხვა უბნებშიც. მიდგომა მარტივია: ყოველ უბანს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი, ინსპირაციული ფიტნეს სივრცე, რომელიც ადგილობრივ რიტმს ერგება და ქალაქურ ენერგიას აძლიერებს.
„სიცოცხლე მოძრაობაშია“ – სწორედ ამ ფილოსოფიას ავითარებს Vortex Fitness თბილისის მასშტაბით.
გლდანის ფილიალი კი კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯია ამ მოძრაობაში – სადაც ფიტნესი არაა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა, არამედ ცხოვრების ნაწილი, სივრცე, სადაც მოძრაობა რეალურ ენერგიად გარდაიქმნება.
[R]













