თბილისში ფიტნეს კულტურა სწრაფად ვითარდება — და Vortex Fitness ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სულ მალე ბრენდი გლდანში ახალ ფილიალს გახსნის, რაც Vortex-ის რიგით მესამე და ყველაზე დიდი ლოკაცია იქნება დედაქალაქში.
ლიდერსპორტ არენას ფილიალი, რომელმაც მხოლოდ აპრილში 30 000 ვიზიტი მიიღო, უკვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავარჯიშო სივრცეა. დიდი დიღმის ფილიალი კი Fitpass-ის სისტემაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე დარბაზია და ამავე დროს ყველაზე დიდი ფიტნეს სივრცე დიდი დიღმის რაიონში.
გლდანის ფილიალი შემდეგი მასშტაბური ნაბიჯია — სივრცის თითქმის ნახევარი სპეციალურად ჯგუფური აქტივობებისთვის არის გამოყოფილი. მომხმარებლებს დახვდებათ 4 დიდი სავარჯიშო სივრცე და 12-ზე მეტი ტიპის ჯგუფური ვარჯიში, რაც დარბაზის მომსახურებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ენერგიულს ხდის.
ფილიალი აღჭურვილი იქნება Life Fitness / Hammer Strength-ის უახლესი ტრენაჟორებით, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან სპორტულ კლუბებში. თუმცა, თანამედროვე ინვენტარი Vortex Fitness-ის მხოლოდ ერთი ნაწილია. აქ ვარჯიშს ემატება ფიზიკური და მენტალური განტვირთვის შესაძლებლობა — მომხმარებლებს ელით საუნა, მაღალი დონის მომსახურება და ყურადღებიანი პერსონალი.
ფილიალს ექნება 60-ზე მეტი ავტომობილისთვის გათვლილი საპარკინგე ზონა, რომელიც მხოლოდ Vortex Fitness-ის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Vortex Fitness აგრძელებს სწრაფ ზრდას და ქმნის ფიტნეს სივრცეებს, სადაც ვარჯიში ფუფუნება კი არა — ყოველდღიური რუტინის აუცილებელი ნაწილია.
[R]