in

„ვორტექს ფიტნესში” ვარჯიში მომგებიანი ხდება

ვორტექს ფიტნესი სამოტივაციო კამპანიას – ვორტექს ფიტნესის თვის ჩემპიონსიწყებს. კამპანიის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, რეგულარული ვარჯიშის წახალისება და მომხმარებლების აქტივობის დაფასება.

კამპანია შექმნილია იმისთვის, რომ ვარჯიში გახდეს არა მხოლოდ ჯანსაღი ჩვევა, არამედ რეალური მოტივაციის წყაროც.

როგორ მუშაობს კამპანია

კამპანიის ფარგლებში ვორტექს ფიტნესში ყოველი ვიზიტი ქულებად გარდაიქმნება. დაგროვებული ქულების მიხედვით დგინდება მონაწილეების რეიტინგი, თვის ბოლოს კი გამოვლინდება ტოპ 3 მონაწილე. ქულების დაგროვება შესაძლებელია ვორტექს ფიტნესის ყველა ფილიალში.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კამპანია ღიაა როგორც:

  • ვორტექს ფიტნესის წევრებისთვის, ისე
  • მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვორტექსის დარბაზებს Fitpass-ის მეშვეობით სტუმრობენ.

მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ვორტექს ფიტნესის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია, რადგან ქულები გროვდება მხოლოდ ვორტექსის აპლიკაციაში გენერირებული QR კოდის სკანირების საფუძველზე.

ვიზიტის განხორციელების ფორმას – ვორტექსის წევრობა თუ Fitpass – კამპანიის ფარგლებში მნიშვნელობა არ აქვს; გადამწყვეტია რეალური ვიზიტი, ვარჯიში და აპლიკაციით QR კოდის სკანირება ვორტექს ფიტნესის რეცეფციაში.

გამარჯვებულები და პრიზები

კალენდარული თვის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

გამარჯვებულები განისაზღვრებიან თვეში დაგროვილი ქულების რაოდენობის მიხედვით. ქულების თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ მონაწილეს, ვინც შესაბამის ქულას უფრო ადრე მიაღწია.

კამპანიის მიზანი

კამპანია მიზნად ისახავს:

  • ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას
  • პიკური საათების დატვირთვის შემცირებას
  • მომხმარებლების მოტივაციის ამაღლებას
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობის წახალისებას

ვორტექს ფიტნესის აზრით, რეგულარული მოძრაობა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და მსგავსი ინიციატივები მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს აქტიური ცხოვრების დასაწყებად.

დამატებითი ინფორმაცია

კამპანიის სრული წესები და პირობები ხელმისაწვდომია ვორტექს ფიტნესის ოფიციალურ არხებზე.

მიმდინარე რეიტინგის ნახვა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში.

[პარტნიორის კონტენტი]

WhatsApp-მა ჯგუფური ჩატებისთვის ახალი ფუნქციები ჩაუშვა

ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის