საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში აგრესიული და გამაღიზიანებელი საპრეზიდენტო კაპმანია მიმდინარეობდა, მათ შორის იყო კამპანია “აირჩიე N”, რომელიც როგორც უკვე ცნობილია არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ეკუთვნოდა.
ყველაფერი თბილისის ქუჩებში გამოკრული გარე ბანერებით დაიწყო, აი ასე :
ამას მოყვა Facebook-გვერდი და ინტერნეტ საბანერო რეკლამა. “აირჩიე N” მათი ადრესატი ეს ვიდეო იყო:
მეტი დამაჯერებლობისთვის გამოჩნდა ეს ვიდეოც, სადაც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ადამიანები საუბრობენ რატომ ირჩევენ N-ს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში კამპანია ტელევიზორშიც გამოჩნდა. (რადიოში ჩვენ არ მოგვისმენია). ვიდეო არჩევნების დღესაც გადიოდა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა რომ ამით კანონი დაირღვა.
28 ოქტომბრის მდგომარეობით კი გამოჩნდა რომ კამპანია კომპანია ნაბეღლავს ეკუთვნის 🙂
დადგა დრო შეაფასოთ კამპანია და კომენტარებში დაამატოთ თუ რამე გამოგვრჩა