10
Sep
2018

შეაჩერეთ სიგიჟე! – კამპანია #VOTEEMOUT, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

10 Sep 2018

Elit Electronics
Elit Electronics


მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, შეიარაღებულმა მამაკაცმა პარკლენდის სკოლაში 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი twitter-ზე მასწავლებლებისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, იარაღი რომ ჰქონოდათ, მასწავლებლები “ტვინს გაასხმევინებდნენ თავდამსხმელს”. ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ სკოლაში იარაღის ტარება მოსწავლეებს მუდმივად შეახსენებს, რომ ისინი არ არიან დაცულები. ტრამპის ამ ინიციატივის საწინააღმდეგოდ, საზოგადოების ნაწილმა წამოიწყო მოძრაობა #VOTEEMOUT, რაც გულისხმობს არასასურველი პოლიტიკოსის მიმართ მიცემული ხმის უკან გამოხმობას. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლების სერია, რომლებიც პრობლემის სატირული სტილით წარმოჩენას ცდილობს.

 

განხილვა