in

Voyager 1 დაკარგვის პირას — ზონდთან კავშირი კვლავ გამწყდარია

Voyager 1-ის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება — უკვე თვეებია, დედამიწიდან მასთან კავშირი გაწყვეტილია და ისიც კი არ იციან, როდის შეძლებენ პრობლემის მოგვარებას.

M2
M2

Ars Technica-სთან ინტერვიუში, Voyager-ის პროექტის მენეჯერმა სიუზან დოდის თქმით, 46 წლის ზონდი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს, იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე უნახავს. ხარვეზმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იჩინა თავი, როცა ზონდმა ტელემეტრიული მონაცემების გამოგზავნა შეწყვიტა.

„მისი დაბრუნება ყველაზე დიდი სასწაული იქნება. პირველად აღმოვჩნდით ასეთი სერიოზული პრობლემის წინაშე, თუმცა დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ“, — აღნიშნავს დოდი.

Voyager 1 და Voyager 2 ზონდები 1977 წლის შემოდგომაზე გაეშვა კოსმოსში, 2012 წლიდან კი ვარსკვლავთშორის სივრცეს იკვლევენ. ათწლეულების განმავლობაში არაერთ ტექნიკურ სირთულეს უჩენია თავი, მაგრამ მსგავსი  მასშტაბის არასდროს ყოფილა. „არ მინდა, სევდიანი ვიყო, მაგრამ Voyager-ზე მომუშავე ადამიანების უმეტესობა უკვე გარდაცვლილია. ამიტომაც, მათ მიერ დატოვებულ დოკუმენტაციას მივყვებით. რათა ყველაფერი მოვაგვაროთ“.

როგორც სიუზანი განმარტავს, Voyager 1-ის ამჟამინდელი პრობლემა ფრენის მონაცემთა ქვესისტემიდან (FDS) გამომდინარეობს. მისი სამი ძირითადი კომპიუტერიდან ერთ-ერთი, რომელსაც ოპერატიული მონაცემების გამოგზავნა ევალება, მწყობრიდანაა გამოსული. „სავარაუდოდ, პრობლემა მეხსიერების დაზიანება უკავშირდება, თუმცა ტელემეტრის გარეშე რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა“, — ამბობს სიუზანი.

ბუნებრივია, თუ დიდხანს გაგრძელდა ასე, ზონდის დაკარგვის დიდი რისკები არსებობს.

Rakuten Viber თბილისის ოფისს აფართოებს და ახალ ვაკანსიებს აცხადებს!

#სადანროგორ გავერთოთ 9-11 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი