ექსტრემალური თავგადასავლების დროც მოვიდა. თუკი აზიის ქვეყნების მონახულება ყოველთვის გაინტერესებდათ, ახლა ამის საშუალება რეალითი შოუს საშუალებით მოგეცემათ, გიგი ქათამაძესთან ერთად. გიგი სოლო მოგზაურია და რამდენიმე წელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და მათ შესახებ უყვება მაყურებელს.
ამჯერად, გიგი აზიის რვა ქვეყანაში გაგიწევთ მეგზურობას, დაგათვალიერებინებთ და ადგილობრივ კულტურას ახლოდან გაგაცნობთ. ეს იქნება სოლო მოგზაურის ინტერაქციული შოუ, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული მაყურებელი, ხოლო თავად მოგზაურობის გეგმა სრულიად სპონტანური იქნება. ყველაზე საინტერესო ნაწილი, ალბათ, სწორედ ის გახლავთ, რომ მოგზაურს წინასწარ არ ეცოდინება დასახული მარშრუტი. თავგადასავალი მოულოდნელობებით იქნება სავსე, რადგან გიგი ქათამაძე ვერ მოახერხებს სასტუმროების, ავიაბილეთების, ტრანსფერებს და სხვა საჭირო მომსახურებების წინასწარ დაჯავშნას. ჩანაფიქრის განხორციელებაში მოგზაურს ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“ დაეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტი „აზიური ვოიაჟი“ იქნება პირველი რეალითი სამოგზაურო შოუ საქართველოში. მისთვის თვალის მიდევნებას „ვოიაჟერ 365“-ისა და გიგი ქათამაძის სოციალურ გვერდებსა და YouTube არხზე შეძლებთ.
უკვე ცნობილია, რომ გიგის მოგზაურობა 17 მარტს დაიწყება, როდესაც ის „ვოიაჟერ 365“-ის ტურისტულ ჯგუფთან ერთად გაემგზავრება ფხუკეტში, შემდეგ კი სოლო მოგზაურობას ბანგკოკიდან შეუდგება. პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის მანძილზეც გიგი ქათამაძე მაყურებლებთან ერთად, 8 ქვეყანას მოინახულებს. ის აუდიტორიას მოგზაურობის მთელ პროცესს გაუზიარებს – შთაბეჭდილებებს, თავგადასავლებს, სილამაზესა თუ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც დასჭრიდება სოლო მოგზაურს. წარმოიდგინეთ, რომ მოგზაური ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს და ყოველ ჯერზე, სრულიად მოულოდნელია მისი მომდევნო დანიშნულების წერტილი.
ეს არამხოლოდ მოგზაურობა, არამედ ერთგვარი თამაშიც იქნება, სადაც მთავარი პერსონაჟები თავად მოზაური და მისი მაყურებლები არიან. თავგადასავლის განმავლობაში იქნება დავალებები, რომელთა შესრულებაც მოგზაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული აუდიტორია და არანაკლებ საინტერესო გახლავთ ისიც, რომ ერთი დავალების შერჩევა მაყურებლის სურვილისამებრ გადაწყდება. მეორე დავალებას კი „ვოიაჟერ 365“-ის გუნდი შეარჩევს.
ინტერაქციული რეალითი შოუს ახალი ეპიზოდების ყურება კვირაში ერთხელ შეგეძლებათ. თუკი გაინტერესებთ, თვალი მიადევნოთ გიგი ქათამაძის Instagram-სა და YouTube-ს, ასევე „ვოიაჟერ 365“-ის სოციალურ არხებს.
[R]