უკვე მეორე წელია, „ვოიაჟერ 365“ World Travel Awards-ის (WTA) ღონისძიებაზე ლიდერი ტურისტული კომპანიის ჯილდოს იღებს საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, დიდ სიხარულთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან მუდმივად სტატუსის შესაბამისი სერვისი უნდა შესთავაზონ მომხმარებლებს.
„ყველას დიდი მადლობა ნდობისთვის, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, — ამბობენ ვოიაჟერ 365-ში.
როგორც თავად აღნიშნავენ, ვოიაჟერ 365-ის მიზანია, შექმნან თანამედროვე, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული პროდუქტი. გააუმჯობესონ ტურისტულ სექტორში არსებული სერვისის, მომსახურების სტანდარტები და იქცნენ თითოეული მომხმარებლის სანდო მეგობრად.
ცნობისთვის, „ვოიაჟერ 365“ 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი და ენერგიული გუნდით, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ დამღლელი რუტინისგან თავის დასაღწევად, სხვადასხვა საინტერესო მიმართულება და თავგადასავლები აღმოაჩენინოს მომხმარებლებს.
რაც შეეხება მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებას, ის ყოველწლიურად ტარდება და ტურიზმის ინდუსტრიაში მონაწილე ყველა წამყვანი კომპანია იღებს მონაწილეობას. WTA 1993 წელს დაარსდა და დროთა განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა ინდუსტრიაში. თანაც კომპანიების არეალი საკმაოდ დიდია: წამყვანი სასტუმროები, კურორტები, ავიახაზები, საკრუიზო ხაზები, მიმართულებები, ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და ტურისტული ტექნოლოგიების პროვაიდერები.
ამავდროულად, ჯილდოები მოიცავს მსოფლიოს რეგიონებს — მათ შორის აფრიკას, აზიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას. საბოლოოდ კი, გამარჯვებულებს ხმის მიცემის პროცესით ავლენენ, რომელშიც მოგზაურობის პროფესიონალები და მომხმარებლები იღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, შედეგებიც სამართლიანი და გამჭვირვალეა.
[R]