in

შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც VR-ში კოცნის სიმულაციას იწვევს

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების ინსტიტუტის მკვლევრებმა (FIG) მიაგნეს გზას, თუ როგორ ვიგრძნოთ შეხება ტუჩებზე, კბილებსა და ენაზე ვირტუალურ რეალობაში.

FIG-მას ინოვაციური ტექნოლოგია არსებულ VR აპარატურაზე მაგრდება. შესაბამისი იმპულსები პირის ღრუში იგზავნება და მომხმარებლები სხვადასხვა იმიტირებულ სიტუაციაში ხვდებიან — იქნება ეს კბილის გახეხვა, სიგარეტის მოწევა თუ ცხელი ყავის დალევა. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში მოთამაშეს გიგანტური ობობა ხვდება და გრძნობს, როგორ ჩამოედინება სახეზე უსიამოვნო, მწვანე ლორწო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის… ახლად გამოქვეყნებული მოხსენება კიდევ უფრო მეტ კონტექსტს ანიჭებს კვლევას — როგორც მასში ვკითხულობთ, დეველოპერებს შეუძლიათ, აღნიშნული ტექნოლოგია VR-ში კოცნის გამოცდილების სიმულაციისთვის გამოიყენონ.

თუ გუნდი შეძლებს, ეს გრძნობები ულტრარეალისტურად აქციოს, უფრო ახლოს ვიქნებით რეალურობამდე აყვანილ VR გამოცდილებასთან, ვიდრე ოდესმე.

aPeople Cannes Lions Georgia-ს მხარდამჭერია

კრაკენ ქუთაისი და ედვენი გილოცავთ ქუთაისობას — გვირილობისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი