in

იაშვილის საავადმყოფოს ინოვაციური მიდგომა ლაბორატორიულ მედიცინაში – VR სათვალეები პაციენტებისთვის

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტებს, ამიერიდან, ვირტუალური რეალობის (VR) სათვალით მოემსახურებიან. ლაბორატორიული მანიპულაციები, მათ შორის ვენიდან სისხლის აღება, ბავშვებისთვის, ნაკლებ სტრესთან იქნება ასოცირებული – ისინი ამ დროს ანიმაციებსა და თავგადასავლებში ჩაეფლობიან.

BOG
BOG

„მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მორიგი მიღწევა, VR სათვალე, ეკრანული გამოსახულებების მეშვეობით, ზღაპრულ სამყაროში მოქცევის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ სამყაროში აღმოჩნდებიან პატარები“.

VR სათვალე ნამდვილად საინტერესო ტექნოლოგიას წარმოადგენს. ის Android-ის მობილური ოპერაციის სისტემას იყენებს და ინტერნეტის მეშვეობით, youtube-ის, Neflix-ისა და Hulu-ს უკავშირდება. ციფრულ პლატფორმაზე სხვადასხვა გამოსახულების ნახვაა შესაძლებელი.

„ექიმთან ვიზიტის სტრესის შესამცირებლად, პატარა პაციენტებისთვის VR სათვალის გამოყენების იდეა გაჟღერდა „ევექსი ჰოსპიტლების“ შიდა პროექტში Free Thinkers Club, რომელიც ქსელში დასაქმებული თავისუფლად მოაზროვნე თანამშრომლების აღმოჩენას, ინდივიდუალური იდეების გაზიარებასა და მათ შემდგომ განხორციელებას ისახავს მიზნად. VR სათვალის იდეა კი ერთ-ერთ პირველ პროექტად შედგა.

ექიმთან ვიზიტი პატარებისთვის, ამიერიდან, უსიამოვნო პროცესი აღარ იქნება. სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებისას მათი ყურადღება VR სათვალით ნაჩვენებ ანიმაციას დაეთმობა, რაც კომფორტულია როგორც ბავშვებისთვის, ისე – მათი მშობლებისთვის“.

Universal Pictures-ის სკაუტები, თბილისში, მასტერკლასს ჩაატარებენ

შესაძლო სიცოცხლის ნიშანი ვენერაზე – ახალი აღმოჩენა