in

სიამის ტყუპების განსაცალკევებლად VR ტექნოლოგია გამოიყენეს

ქირურგებმა ვირტუალური რეალობის გამოყენებით წარმატებით დაასრულეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია — სიამის ტყუპების ქირურგიული განცალკევება. სავარაუდოდ, თავადაც იცით, რამდენად რთულია მსგავსი ტიპის ოპერაციები ჩვენს დროშიც კი…

სამი წლის ბრაზილიელი ტყუპები, ბერნარდო და არტური, კრანიოპაგუსით დაიბადნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ტვინები ერთმანეთს იყო შერწყმული. BBC-ის ცნობით, დაავადება განსაკუთრებით იშვიათია და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებულად რთულია ასეთი შემთხვევების მკურნალობა. თანაც, ქირურგებმა გარკვეული ინტერვალების ვადაში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ნაწიბუროვანი ქსოვილი დაგროვდა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა წარმატებული განცალკევების იმედი.

კრანიოპათუსით წარმოქმნილ ბევრ დაბრკოლებას, ისევე როგორც ფართო ნაწიბურებს, ქირურგთა გუნდმა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით შეუტია. უფრო კონკრეტულად, VR პოტენციური რისკების შესამცირებლად და შედეგების წინასწარ განსასაზღვრად გამოიყენეს. MRI და CT სკანირების მეშვეობით, ქირურგები ვირტუალური რეალობის ინჟინრებთან მუშაობდნენ და შედეგად, ტყუპების რთული ანატომიის სრულყოფილი ციფრული სიმულაცია შექმნეს. ამით მათ არა მხოლოდ შეძლეს ტყუპების შერწყმული ტვინის „დათვალიერება“, არამედ საშუალება მიეცათ, სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკა გამოეცადათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც VR ბავშვების კრანიოპაგუსის დროს გამოიყენეს, ეს არის პრეცედენტი, როცა სხვადასხვა ქვეყნის ქირურგები ციფრულ საოპერაციო ოთახში შეხვდნენ და პრაქტიკაში ჩაატარეს პროცედურა. „ეს უბრალოდ შესანიშნავია. ძალიან კარგია ანატომიის ამგვარად დანახვა და ოპერაციის იქამდე ჩატარება, ვიდრე უშუალოდ ბავშვებს დავაყენებდით რისკის ქვეშ“, — აცხადებენ ექიმები.

ფაქტობრივ ოპერაციას 27 საათი დასჭირდა და სულ 100-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპები თავს კარგად გრძნობენ. როგორც ვარაუდობენ, ოპერაციის ასეთმა განვითარებამ შეიძლება, VR-ის ქირურგიულ პროცედურებში დანერგვას შეუწყოს ხელი.

„სიჯანსაღე და კომფორტი ყველა ასპექტში“ — ტოპსპორტისა და როზალინდ ფრანკლის ველნეს ცენტრის კამპანია

HP მუშაობის ძველ მეთოდებს დასცინის