in

უნიკალური კონცეფცია, რომელიც საცხოვრებელი გარემოს ახალ სტანდარტს ქმნის: VR Holding-მა VR Krtsanisi Resort Residence-ის VI ფაზის გაყიდვები დაიწყო

VR Holding აგრძელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტის — VR Krtsanisi Resort Residence-ის განვითარებას. პროექტის მეექვსე ფაზა ურბანულ სივრცეში ბუნების ინტეგრაციის სრულიად ახალ სტანდარტს აწესებსეს არის უნიკალური კონცეფცია, რომელიც თავისი მასშტაბითა და მიდგომით საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოა.

VI ფაზის უნიკალურობას მისი ცოცხალი არქიტექტურა განსაზღვრავს. პროექტის ერთერთი გამორჩეული გადაწყვეტა ბიოფილური ფასადია, სადაც არქიტექტურაში ინტეგრირებული დიდი ზომის ქოთნები და მარადმწვანე მცენარეები მუდმივად დინამიკურ იერს ქმნისწლის ნებისმიერ სეზონზე აპარტამენტები ინარჩუნებს სიცოცხლესა და სიმწვანეს.

მაცხოვრებლების სრული კომფორტისთვის, მცენარეების მდგრადობაზე თანამედროვე, ავტომატური სარწყავი სისტემები და პროფესიონალური მოვლის სერვისი ზრუნავს. ეს ინოვაციური მიდგომა ბუნებასთან თანაცხოვრებას ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

VI ფაზის გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაწყებულიაეს არის საუკეთესო შესაძლებლობა გახდეთ საქართველოში ანალოგის არმქონე პროექტის ნაწილი, როგორც საცხოვრებლად, ასევე მაღალმომგებიანი ინვესტიციისთვის.

სამი კულტურის ბაღი: მსოფლიო ლანდშაფტური არქიტექტურა 25,000 კვ.ზე 

პროექტის ცენტრალურ ნაწილს უნიკალური ბაღი წარმოადგენს, რომელიც სამ განსხვავებულ ესთეტიკას აერთიანებს:

  • ფრანგული ელეგანტურობა: კლასიკური სტილის ბაღი, სადაც მცენარეული მასის 90% მარადმწვანეა (უთხოვარი, არიზონას კიპარისი, მარადმწვანე მუხა). სივრცეს დეკორატიულ იერს ვარდებისა და ლავანდის აქცენტები სძენს.
  • ტროპიკული სიმსუბუქე: ზონა პალმებითა და მაგნოლიებით, რომლის ცენტრშიც დიდი აუზი და საზაფხულო დასასვენებელი სივრცეებია მოწყობილი.
  • იაპონური სიმშვიდე: ჰარმონიული გარემო საკურას ხეივნით, ნეკერჩხლის იშვიათი ჯიშებითა და ტრადიციული ბონსაის კოლექციით.

ტერიტორიაზე ჯამში 10,000-მდე იშვიათი ჯიშის მცენარე განთავსდება, რაც ტერიტორიაზე უნიკალურ ეკოლოგიურ მიკროკლიმატს შექმნის.

„VR Krtsanisi Resort Residence არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არის ინოვაციური ხედვა, სადაც კომფორტი, დიზაინი და გარემოზე ზრუნვა ერთიანდება.“

[R]

მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია – „რა არის დისლექსია?”

სილიკონის ველიდან თბილისამდე: როგორ უსწრებს Lemons Development მენეჯმენტის რევოლუციაში Meta-ს