ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა და გამარტივდა ტექნოლოგიის გამოყენება. დღეს უკვე შესაძლებელია, სთხოვო აპლიკაციას ვინმესთან დარეკვა და შეხვედრის ჩანიშვნა. ჰოდა, თუკი ოდესმე გიოცნებიათ, დაგეთვალიერებინათ კოსმოსური სადგური, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. International Space Station (ISS) ვირტუალური რეალობის აპლიკაციაა, რომელიც გვთავაზობს შთამბეჭდავ ტურს კოსმოსურ სადგურში, დედამიწიდან გაუსვლელად. აღსანიშნავია, რომ თუ გაქვთ ვირტუალური რეალობის გაჯეტი Oculus Rift, ISS-ს უფასოდ ჩამოტვირთავთ. აპლიკაციის შესახებ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ იყო ცნობილი და ის სატესტო რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, 2018 წლის ივნისიდან ის ასტრონავტების გზამკვლევი გახდება.













