in

ახალი VR მოწყობილობა სუნთქვის კონტროლში დაგეხმარებათ

ვირტუალური სამყაროები, უმეტესწილად, ვიზუალური კონსტრუქტებია. თუმცა ახლახან ინჟინრებმა გარკვეული ტაქტილური ელემენტების „სესხება“ დაიწყეს ფიზიკური სამყაროდან. ეს მომხმარებლებისთვის ისეთი შეგრძნებების მინიჭებას ემსახურება, როგორიცაა კოცნა და ფიზიკური ტკივილიც კი.

მზად არიან თუ არა ადამიანები მეტი ვისცერული გამოცდილებისთვის, ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს… მკვლევრებმა უკვე შექმნეს ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, რომელიც თქვენს სუნთქვას აკონტროლებს. დიახ, შესაძლოა, ეს მეტავერსიული სანახაობები და ხმები ყალბი იყოს, მაგრამ თქვენი შეგრძნებები და განცდები რეალური იქნება.

“AirRes Mask” ავსტრიის ზალცბურგის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა. იგი Meta Quest 2 სათვალეების დამატებით მოწყობილობას წარმოადგენს — მას ორი სარქველი აქვს, რომელიც ჰაერის ნაკადს აკონტროლებს. უფრო კონკრეტულად, ნიღაბი იმის მონიტორინგს ემსახურება, თუ რამდენ ჰაერს შეისუნთქავთ ვირტუალური გარემოს კონტექსტზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მეხანძრეების წვრთნებში, „რეალურ დროში სუნთქვის წინააღმდეგობის“ სიმულაციაში, თითქოს მეხანძრე მოძრაობს მჭიდრო, კვამლიან სივრცეში.

გარდა ამისა, მკვლევრები ისეთ აპლიკაციებს გვთავაზობენ, როგორიცაა დაბადების დღის სანთლების ჩაქრობა და ვირტუალური ავატარების უფრო ბუნებრივი სახეები, რათა რეალური კოლეგების სუნთქვას მეტი სიზუსტით ასახავდეს.

„გაზარდე შენი ბიზნესი“ – ანუ როგორ შეიქმნა ლიბერთის კამპანია

5 ავტომობილის ბრენდი და მათი სახელწოდების ისტორია