VR HOLDING წლის მთავარ გათამაშებას აანონსებს, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება — მათ, ვინც „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება, ინოვაციურ დეველოპერულ პროექტ VR SHEKVETILI FOREST BEACH-ში ბინის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. თანაც საცხოვრებელი სრულად გარემონტებული დახვდება.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, კომპანიის აღნიშნული პროექტი შეკვეთილში, პარაგრაფის მომიჯნავედ, 40 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენდება. თავის მხრივ, ამგვარი კომპლექსის არსებობა რეგიონში ოთხივე სეზონზე აქტიური ცხოვრების განვითარებას შეუწყობს ხელს და შავიზღვისპირეთში დანიშნულების ახალ ეპიცენტრს გააჩენს.
რაც შეეხება უშუალოდ გათამაშების წესებს, მასში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც:
- არის საქართველოს მოქალაქე
- დაესწრება ან უკვე დაესწრო STARING GEORGIA–ს ფარგლებში დაგეგმილი 5 ღონისძიებიდან ერთ-ერთს (ღონისძიების თარიღები: 10, 15, 18, 31 აგვისტო და 1 ოქტომბერი)
- კონცერტების განმავლობაში ეწვევა VR HOLDING-ის ფოტო სივრცეს და გადაიღებს ფოტოს
- ღონისძიების დასრულების მომენტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში VR HOLDING-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გაივლის რეგისტრაციას.
- სარეგისტრაციო ფორმა შედგება რამდენიმე სავალდებულო ველისგან (სახელი-გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოVR HOLDING სივრციდან, დასრულებული ღონისძიების ბილეთის QR CODE)
- რეგისტრაციის დასტურს პირი მიიღებს ელ. ფოსტის მისამართზე
მართალია, დასახელებულიდან 3 ღონისძიება უკვე ჩატარდა, მაგრამ 2 მათგანი ჯერ კიდევ წინაა — შესაბამისად, მათ, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა ზემოთ მითითებულ გვერდებზე და ეს პირობები არ შეუსრულებია, ბინის მოგების შანსი კიდევ აქვთ.
[R]