in ,

ახალ VR თამაშს შემეცნებითი დარღვევების გამოსავლენად გამოიყენებენ

ცნობილია, რომ ვიდეო თამაშებს ხშირად იყენებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ახლად შექმნილი თამაში კი ახალი ეტაპზე გადადის — ის არა მხოლოდ ააქტიურებს ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) მქონე მოთამაშეების გრძნობებს, არამედ მდგომარეობის სწორად დიაგნოსტიკაც შეუძლია.

M2
M2

წლების განმავლობაში ექიმები ნეიროგანვითარების დარღვევებს კითხვარების, დაკვირვებებისა და ინტერვიუების მეშვეობით ადგენდნენ. ბუნებრივია, მიღებული შეფასებები ცოტა ბუნდოვანიც კი იყო… თუმცა ახლა აალტოს, ჰელსინკისა და Abo Akademi-ის უნივერსიტეტების მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვიდეო თამაშებისას თვალის მოძრაობის კონტროლი რაოდენობრივი დაკვირვებების შესაძლებლობას იძლევა.

მკვლევართა გუნდმა ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული თამაში შეიმუშავა, სახელწოდებით EPELI (Executive Performance in Everyday LIving). ეს უკანასკნელი ბავშვებში ADHD სიმპტომებს აფასებს. ამასთან, თამაშის პირველი ვერსია უფრო სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტს წარმოადგენდა, მაგრამ მკვლევრებმა თვალის მოძრაობის კონტროლიც დაამატეს, შაბლონების დასადგენად.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშის პრინციპს, ის ყოველდღიური ცხოვრების სიმულაციას წარმოადგენს — მოთამაშეები მარტივ დავალებებს ასრულებენ, როგორიცაა კბილების გახეხვა ან ბანანის ჭამა. მთავარი მისია კი კონკრეტული მიზნების მიღწევაა, მიუხედავად გონებრივი დაბრკოლებებისა.

ხოლო ADHD-ის ამოცნობაში თამაშის ეფექტურობის შესაფასებლად, გუნდმა მიიწვია როგორც ამ დიაგნოზის მქონე, ისე არ მქონე ბავშვები. მეცნიერები თვალყურს ადევნებდნენ ყველაფერს — დაწყებული რამდენად ხშირად აჭერდა ბავშვი კონკრეტულ ღილაკს, დამთავრებული მიღებული შედეგებით. როგორც აღმოჩნდა, ADHD-ის მქონე ბავშვების თვალები უფრო დიდხანს ჩერდებოდა ფონზე არსებულ ობიექტებზე. „ეს, შეიძლება, ვიზუალური სისტემის განვითარების შეფერხებასა და ინფორმაციის უფრო დაბალ დამუშავებაზე მიუთითებდეს“, — განმარტავს ლია მერზონი, აალტოს უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მეცნიერების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ თამაშს ADHD-ის, აუტიზმის, ცერებრალური დამბლის და ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დარღვევების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებენ.

აღმაშენებლის 146 — კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

რა გჭირდებათ კამპანიის დასაგეგმად და მეტი მომხმარებლის მოსაპოვებლად?