in

უფლისციხეში VR სტენდი გაიხსნა, რომლის დახმარებითაც ეტლით მოსარგებლეები ძეგლის დათვალიერებას შეძლებენ!

რამდენიმე წუთის წინ, უფლისციხეში ვირტუალური რეალობის სტენდი გაიხსნა, რომლის დახმარებითაც, შშმ პირებს ძნელად მისადგომი ძეგლის დათვალიერება შეეძლებათ. პროექტი ქართულმა სტარტაპმა VRex, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“ ერთად განახორციელა და მის ფარგლებში, შეიქმნა ვირტუალური რეალობის გამოცდილება, უფლისციხის შესახებ. ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობა დიდია. VRex-ის დირექტორი – ნიკოლოზ გოგოჭური აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან მემორანდუმის ქონის პირობებში, პროექტი გაგრძელდება და ეტლით მოსარგებლეებს სხვადასხვა, ძნელად მისადგომი ძეგლის დათვალიერების საშუალებას მისცემს.

bog
bog-mob

LS 500 ავტომობილი შავი პანტერასთვის – სუპერთასისთვის შექმნილი Lexus-ის ვიდეორგოლი

„საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტს თორნიკე ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს