in

იქნებ, მანქანის გაყიდვა ბევრად მარტივია? – სუპერთასისთვის შექმნილი რეკლამა

ავტომანქანების ყიდვა თუ გაყიდვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. შესაძლოა, მალევე გამოჩნდეს მყიდველი, მაგრამ ბოლოს უარი გითხრათ. თქვენი ამაღლებული განწყობა კი მალევე შეიცვლება და კვლავ მოგიწევთ ახალი მომხმარებლის პოვნა. ალბათ, ბედნიერი იქნებოდით, თუ ვინმე მსგავსი შემთხვევებისგან გიხსნიდათ.

M2

სწორედ ამ სიუჟეტით შექმნა რეკლამა Vroom-მა, მეორადი მანქანების საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის პლატფორმამ. ისინი მომხმარებლებს მანქანების მარტივად ყიდვასა, თუ გაყიდვაში ეხმარებიან. სუპერთასის 56-ე შოუს რეკლამისთვის კი მათ სწორედ ყველასთვის ნაცნობი სიუჟეტი გამოიყენეს. 

რა ხდება მაშინ, როცა მყიდველი უარს ამბობს მანქანის შეძენაზე? ამის პასუხს რეკლამაში იპოვით, სადაც მთავარი პერსონაჟი მალევე პოულობს გამოსავალს. მას ახსენდება, რომ მანქანა, პლატფორმა Vroom-ის საშუალებით, შეუძლია გაყიდოს და ეს, ასეც ხდება. 

აქ საინტერესოა ისიც, რომ რეკლამაში, მანქანის გაყიდვის სერვისს მიუზიკლით წარმოადგენენ. ვიდეორგოლი მარტივად, მოგაგონებთ ფილმის La La Land-ის სიუჟეტს, სწორედ იმიტომ, რომ რეკლამაზე ფილმის ქორეოგრაფმა მენდი მურმა იმუშავა.

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი KMC!

Budweiser სუპერთასზე ბრუნდება!