4
Jun
2019

აკეთე შენი საქმე, ყველაფრის მიუხედავად! – VSCO-ს კამპანია

4 Jun 2019

Elit Electronics


VSCO-ს ეს კამპანია იმ ადამიანებზეა, რომლებიც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზე მუშაობენ. როგორც კრეატიული არხი, რომელიც ადამიანებს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება, VSCO სამი ხელოვანის ყოველდღიურობას აღწერს და გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნიან ისინი თავიანთ შემოქმედებას. კამპანიაზე სააგენტომ AKQA იმუშავა. ვიდეორგოლს ფონად გასდევს აბსტრაქტული კომპოზიცია და ხელოვანების მონოლოგი, რომლებიც დაბრკოლებებისა და სტერეოტიპების მიუხედავად, თავიანთი საქმის კეთებას განაგრძობენ. პლატფორმა VSCO-ს არ აქვს მოწონებების, კომენტარების თუ გამომწერების ფუნქცია. ამგვარად, ის ხელოვანებს უბიძგებს, იმოგზაურონ შემოქმედებით სამყაროში და არ იფიქრონ სხვების აზრზე.

 

 

 

განხილვა