in

ვითიბიმ ბიზნესის მხარდასაჭერად აგრომეწარმეების კვირეული დაიწყო

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანობის პოპულარიზაციას.

აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკი წამყვან შეფ მზარეულებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეებს მოინახულებს და გასტრო ტურებს გამართავს, რის მეშვეობითაც, საზოგადოებას მოუყვება თუ როგორ იქმნება ვითიბისთან ერთად წარმატებული ქართული ბიზნესი, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს.

მეწარმეები, რეგიონებში, შეფ მზარეულებს თავის პროდუქციას გაცნობენ მომავალი პარტნიორობის მიზნით და ადგილზე მოხდება სხვადასხვა კერძების მომზადება.
მეწარმეების ქომაგობასთან ერთად, მოხდება საქართველოში არსებული სხვადასხვა კუთხის კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია.

პირველი შეფ მზარეული, რომელმაც კერძი გაგვიზიარა, მასტერ შეფის გამარჯვებული – მირიან სულაკაურია. მან ტრადიციული აჭარული კერძი ბორანო მოამზადა.

გვიხარია, რომ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს ქართული ბიზნესის #1 ქომაქი. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული ბიზნესის პოპულარიზაციაში და განვითარებაში“. ასევე, ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს – განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

ვიდეორგოლზე სააგენტო CONTACT-მა იმუშავა.

[პარტნიორის კონტენტი]

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

ელიტ ელექტრონიქსმა საახალწლო კამპანია დაიწყო!