როცა მთელი მსოფლიო, წელიწად-ნახევარია, პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თუ სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენი და გარშემომყოფების უსაფრთხოების დაცვა. დღეს, მიჩნეულია, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია COVID-19 წინააღმდეგ საბრძოლველად. იმ კომპანიებს, რომელთა მუშაობაც დისტანციურად წარმოუდგენელია, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, იზრუნონ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. ამ სიაში ერთ-ერთი პირველია ბანკები. მაგალითად, „ვითიბის“ გუნდის თანამშრომელთა 75% სრულად ვაქცინირებულია. დარჩენილი თანამშრომლებიდან, ნაწილი მეორე დოზის მოლოდინშია, ნაწილი კი პირველ აცრაზეა ჩაწერილი.
„იმიტომ, რომ ვაქცინაცია იცავს ჩვენს სიცოცხლეს“
ვიდეორგოლზე სააგენტო CONTACT-მა იმუშავა.
[R]