in

„ვითიბის“ მობილბანკი Android-ის ჩარტების ლიდერია 

VTB-ის ახალმა მობილბანკის აპლიკაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ანდროიდისთვის შექმნილი ვერსია Google Play-ის ტოპ ჩარტში, მე-2 ადგილზე მოხვდა, ხოლო iPhоnе-ს აპლიკაციამ კი App Store-ში 4.8 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო.

„ვითიბი ბანკმა“, მომხმარებლებს, სრულიად განახლებული მობილბანკის აპლიკაცია 2021 წლის მასში შესთავაზა. ცვლილების მთავარი მიზანი საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომსახურებების მაქსიმალურად გამარტივება იყო.

ახალი მობილბანკი მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილებისა თუ მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით შეიქმნა. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ახალმა აპლიკაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ პირველ 3 კვირაში, აქტიური მომხმარებლების ნახევარი უკვე გადმოვიდა ახალ მობილბანკზე და ტრანზაქციების მესამედიც განახლებულ არხებში გატარდა“ – აცხადებს ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსი, აკა გოგიბერიძე.

VTB-ს ახალ მობილბანკში მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად:

  • მარტივი შესვლა თითის ანაბეჭდით ან სახის სკანერით
  • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტების შეძენა უფასოდ
  • შაბლონების შექმნა და დაჯგუფება
  • მანქანის დამატება და ჯარიმების მარტივად გადახდა
  • კონვერტაცია საუკეთესო (სპეც) კურსებით
  • და სხვა სტანდარტული ოპერაციები.

VTB-ს ახალი მობილბანკი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, მარტივი და ინტუიტიური ნავიგაციით. განახლების ფარგლებში დაიხვეწა, გამარტივდა და აჩქარდა ყველა პროცესი.

ციფრული საბანკო მომსახურების განვითარება „ვითიბი ბანკისთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სრულიად განახლებული პლატფორმა ინტერნეტ და მობილბანკისთვის შეიქმნა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელშიც „ვითიბის“ გუნდთან ერთად, მონაწილეობენ ლატვიური კომპანია UXDA და ჩეხური კომპანია BSC Praha (UX-ის და დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტის მიმართულებით).

„ვითიბი ბანკი“, VBT-ის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს, „ვითიბი ჯგუფის“ ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორაციულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით, ბანკს, 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, „ვითიბი ბანკის“, 900-ზე მეტი თანამშრომელი, 300 000-მდე კლიენტს ემსახურება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართული სააგენტოების შედეგები White Square-ზე!

რა არის და როგორ მუშაობს “Halo Effect“