in

სტარტაპი საცობებთან გამკლავებას მფრინავი მანქანით ცდილობს

საცობებთან გასამკლავებლად ათობით კომპანია ვერტიკალურ აფრენისა და დაფრენის მოწყობილობებს (VTOL) ქმნის, რომლებიც მგზავრებს ქალაქებში საჰაერო გზით სწრაფად გადაიყვანს. ვერტმფრენების მსგავსად, VTOL-ების უმეტესობა ფრენისთვის პროპერელებს ეყრდნობა, თუმცა ეს საკმაოდ ხმაურიანია. ახლა კი Jetoptera-ს სტარტაპი თავისი თხევადი მამოძრავებელი სისტემით კომპრესირებულ ჰაერს იყენებს და მეტად ჩუმ ვარიანტსაც გვთავაზობს — პოტენციურად ურბანულ ფრენებს სწრაფ, უსაფრთხო და, კიდევ ერთხელ რომ ვახსენოთ, უხმო ვარიანტად წარმოგვიდგენს. 

იდეა: Jetoptera განსხვავებულ მიდგომას ირჩევს და სტანდარტულ მბრუნავ პროპელერებს Fluidic Propulsion System-ით (FPS) ანაცვლებს.

ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ლონდონი, ვერტმფრენის ხმას ვერ გაიგებენ მანამ, სანამ იგი 60 მეტრამდე არ ჩამოვა, — აცხადებს ანდრეი ევულეტი, სტარტაპის დამფუძნებელი.

თუმცა განსხვავებით სხვა სტარტაპებისა, VTOL საწვავად ელექტროენერგიას კი არა, გაზს მოიხმარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტარტაპმა ასე საცობების პრობლემა შეიძლება მოაგვაროს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით კლიმატურ ცვლილებებზე. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ბატარეების ტექნოლოგია ამისთვის საკმარისად განვითარებული არ არის… 

ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ფრთებიანი ბატარეა, გვსურს, შევძლოთ ტვირთისა და ადამიანების გადაყვანა, ელექტრო ენერგიაზე რომ გადავიდეთ, მაშინ ვიღაცამ უკეთესი ბატარეები უნდა შექმნას, — განმარტავს ევულეტი. 

Jetoptera-მ ამჯერად უკვე რამდენიმე მოწყობილობა განავითარა, რომლებიც FPS-ებით არის აღჭურვილი, ეს ორადგილიან J-2000-საც მოიცავს — პირველად 2019 წელს 144 კმ.სთ სიჩქარით გაფრინდა. საბოლოო ვერსიისთვის კი სიჩქარის 321 კმ.სთ.-მდე გაუმჯობესებას ცდილობენ, რომელიც 200-400 კილომდე ტვირთის გადატანასაც შეძლებს. 

საინტერესოა ისიც, რომ Jetoptera აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის VTOL-ს ავითარებს, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 1000 კმ.სთ-ს მიაღწევს. იმედოვნებენ, რომ 2025-2026 წლებში უკვე რამდენიმე პროტოტიპიც ეყოლებათ, რომლითაც ადამიანების გადაყვანას შეძლებენ. 

დაარღვიეთ წესი — თავად შექმენით ბრენდის ენა

როგორ გავუმკლავდეთ გადაბრალების კულტურას სამსახურში?