როდესაც სტუდენტებს ჰკითხავთ, რისი იმედი აქვთ სამომავლო საქმიანობაში, უმეტესწილად, დიდ და რევოლუციურ იდეებს მოისმენთ – მაგალითად, როგორ უნდა მოგვარდეს კლიმატის პრობლემები და დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია სხვადასხვა სფეროში პროგრესის მიღწევა. თუმცა მათთვის ყველაზე სასიამოვნო იდეების რეალურ საქმედ გარდაქმნის სურვილია – მანამ, სანამ პირველ ნაბიჯებს არ გადადგამენ და მიხვდებიან, რომ გაცილებით ნაკლები ძალა აქვთ, ვიდრე ეგონათ.
რა თქმა უნდა, ადვილი არ არის იდეის გაცოცხლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწყის ეტაპზე შეზღუდული რესურსებითა და კავშირებით მოქმედებთ. ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვთ, ხშირად საკუთარი შეხედულებები და დაშვებები გააჩნიათ – როგორ უნდა წარმართონ ბიზნესი იმის საფუძველზე, რაც წარსულში ამართლებდა და პირიქით, რაც წარუმატებელი იყო. თუ ეს ხალხი თქვენს მხარეს არ არის, მათ თქვენთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა შეუძლიათ.
გახსოვდეთ, იმისათვის, რომ რეალური შედეგები მიიღოთ და სხვებზე გავლენა იქონიოთ, სწორი ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც მოგისმენენ და ირწმუნებენ თქვენს შესაძლებლობებს.
პირველ რიგში, გაიგეთ, ვის შეუძლია თქვენი იდეის ხორცშესხმა
თქვენი იდეის წარმოდგენამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს, განხორციელდება თუ არა იგი და რის მიხედვით მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას?
ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. მაგალითად, მკაფიო იერარქიული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს, სავარაუდოდ, მკაცრად განსაზღვრული პროცესი ექნებათ, რომელიც განსაზღვრავს ვინ უნდა დაამტკიცოს იდეა მის განხორციელებამდე. ამის პარალელურად, “სწორი” სტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს, რომელშიც ყველა დონეზე არ არის რეალური “პასუხისმგებელი პირი”, ნავიგაცია უფრო რთულია.
ამიტომაც, დრო დაუთმეთ თქვენს კომპანიაში ამ დინამიკის შესწავლას. ამ თვალსაზრისით რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავთ, ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია RACI მატრიცა. ეს აბრევიატურა ოთხ როლს აღნიშნავს, რომელსაც ადამიანები, როგორც წესი, გუნდში ან პროექტში ასრულებენ:
პასუხისმგებელი: ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ამოცანების შესრულება ან მიზნის მიღწევა ევალებათ.
ანგარიშვალდებული: პირი, რომელმაც ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მუშაობა დაამტკიცოს და საბოლოო თანხმობა მისცეს.
მრჩევლები: ადამიანები, რომლებსაც წვლილი შეაქვს ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში, რათა საბოლოო შედეგი იქნას მიღწეული.
საქმეში ჩახედული: ადამიანები, რომლებმაც უნდა იცოდნენ პროექტის სტატუსი და მიღებული გადაწყვეტილებები.
ამ მატრიცის შექმნა დაგეხმარებათ ორგანიზაციაში თითოეულ დონეზე არსებული როლებისა და პასუხისმგებლობის გარკვევაში. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს იშვიათად აქვს გადამწყვეტი ძალა. სავარაუდოდ, მას რამდენიმე ლიდერი ერთობლივად განსაზღვრავს, რომლებიც სხვადასხვა გუნდსა და პროექტს ხელმძღვანელობენ.
აქედან გამომდინარე, უმჯობესია განსაზღვროთ, კონკრეტულად რომელ განყოფილებას ეკუთვნის თქვენი იდეა და მთავარ ხელმძღვანელს ჰკითხეთ, რა ფაქტორებს ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღებისას.
აირჩიეთ თქვენი თანამებრძოლი
გადაწყვეტილების მიმღებთა იდენტიფიცირების შემდეგაც, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათზე პირდაპირი წვდომა გექნებათ. რამდენიმე ახალგაზრდა პროფესიონალს აქვს სოციალური კაპიტალი იმისთვის, რომ სხვებს საკუთარი იდეების შემჩნევა “აიძულოს”. ამიტომაც გჭირდებათ ე. წ. “თანამებრძოლი” – ადამიანი, რომელიც თქვენს იდეებს დაიცვას მაღალი დონის შეხვედრებისა და დისკუსიების დროს.
სწორი თანამებრძოლის არჩევა, გარკვეულწილად, იდეის მასშტაბზეა დამოკიდებული. თუ საქმე დიდ იდეას ეხება, შესაძლოა, ისეთი ადამიანის პოვნა დაგჭირდეთ, რომელიც არაფორმალური ძალის მაღალ დონეს ფლობს და სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ამასთან, ვიდრე თქვენს დიდ იდეას მხარდამჭერს გაუზიარებთ, საფუძვლიანი ნდობის მიზეზი უნდა გქონდეთ. ამას დრო სჭირდება, თუნდაც რიგი პროექტების ერთობლივი განხორციელებით, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ეფექტურად მუშაობთ და საერთო ღირებულებები გაგაჩნიათ. ასევე, მნიშვნელოვანია, მისგან პატივისცემას გრძნობდეთ.
ამ ურთიერთობის განმტკიცების დასაჩქარებლად შეისწავლეთ და გააანალიზეთ თქვენი “თანამებრძოლის” მენეჯმენტის სტილი. შემდეგ კი ერთობლივი მეთოდები შეიმუშავეთ. ამ გზით მნიშვნელოვნად გაზრდით პროგრესის შანსებს. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის და ყურადღებით უსმინეთ მას. ინტენსიური სახე მიეცით უკუკავშირს, რაც მკაფიო მიზნებისა და ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
შეასრულეთ დავალება
მას შემდეგ, რაც თქვენს მხარდამჭერთან ნდობის საფუძველს იგრძნობთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ იდეის გაზიარების დროა. მაგრამ ნუ იჩქარებთ. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია იდეის სტრესული ტესტირება. ეს პროცესი საშუალებას მოგცემთ შექმნათ უფრო ძლიერი და საფუძვლიანი პრეზენტაცია ნაკლები ხარვეზებით.
დაიწყეთ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირით მიღება, რათა იდეას უფრო ლოგიკური და სტრატეგიული ხასიათი მისცეთ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების ხელმძღვანელს გავლენა არ აქვს მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე, მას შეუძლია, ისეთი აზრი მოგაწოდოთ, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ. ნებისმიერ საჭირო ადამიანს აქვს დახმარების გაწევის პოტენციალი.
დაინტერესებული მხარეები ხშირად ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც თქვენი იდეის გაძლიერება შეუძლია.
თქვენი იდეა რაც შეიძლება დამაჯერებლად წარადგინეთ
როდესაც იდეას თქვენს მხარდამჭერს წარუდგენთ, მკაფიო მიზანი და წარმატების საზომი უნდა გქონდეთ განსაზღვრული. იმისათვის, რომ იდეა “გაყიდოთ”, მისი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო – “თანამებრძოლმა” იგი თავისათვის გამოსადეგად უნდა აღიქვას. ამიტომ დაფიქრდით, რა სჭირდება და რა აწუხებს მას? რა არის მისი მიზანი და ამოცანა? როგორ გადაჭრის თქვენი პრობლემა მათ დაბრკოლებას და გახსნის წარმატების გზას? გახსოვდეთ, ადამიანებს იდეები უფრო მეტად იზიდავთ, როდესაც ისინი უშუალოდ ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული.
ასე რომ, იდეის პრეზენტაციისად ცხადად ახსენით, რატომ არის ის მნიშვნელოვანი კომპანიის პროგრესისთვის. ასევე, ისაუბრეთ სამიზნე აუდიტორიის შესახებ, განსაზღვრეთ წარმატების მაჩვენებლები, რომელთა გამოყენებას აპირებთ თქვენი იდეის ეფექტურობის გასაზომად – ეს, შეიძლება, მოიცავდეს იმ უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობას, რომელთა მოზიდვის იმედიც გაქვთ პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
შეასრულეთ და განაგრძეთ
მას შემდეგ, რაც თქვენს იდეას წარადგენთ, არ მიიღებთ სხვების მხარდაჭერას, ან – ვერა.
დადებითი პასუხის შემთხვევაში ამ ინსტრუქციას მიჰყევით:
ჰკითხეთ თქვენს “თანამებრძოლს”, როგორ შეიძლება იდეის უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება. ამასთან, ადმინისტრაციული ასისტენტები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში – ზოგჯერ სწორედ ისინი წყვეტენ, რომელი საკითხები უნდა შეიტანონ დღის წესრიგში. მათთან ურთიერთობის დამყარება სამომავლო სარგებელს გულისხმობს.
ხოლო თუ მხარდაჭერა ვერ მიიღეთ, ეცადეთ გაარკვიოთ, რა იყო ლოგიკური ხარვეზი, რომელიც გამოგრჩათ? ანდაც, შესაძლებელია, რომ თქვენს იდეაში არაფერი იყოს ცუდი… უბრალოდ, არსებობს კონკურენტული პრიორიტეტები, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. შესაძლოა, უფროსმა აღმასრულებელმა კომპანიამ მოულოდნელად შეცვალა კორპორაციული სტრატეგია. ან, იქნებ, ყველა მეორადი მარკეტინგული ინიციატივა დროებით შეჩერებულია, რათა ძირითადი აქცენტი გაყიდვებზე გაკეთდეს.
ბოლოს და ბოლოს, არანაირი ჯადოქრობა და იღბალი არ არის იმაში, რომ ვინმემ თქვენი იდეების ირწმუნოს. თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს შეზღუდვები და დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ადვილი არ არის. მოთმინება წარმატების გასაღებია. ფრთხილად დაკვირვების, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების, ეფექტური კომუნიკაციისა და დაჟინებული მონდომების წყალობით, შესაძლებელია სწორი ადამიანების მოზიდვა, რათა იდეებს ხორცი შეასხათ.
წყარო: HBR