in

3D ბეჭდვის ტექნიკით 100 საცხოვრებელი სახლი ააგეს

3D ბეჭდვის ტექნოლოგიით მიღებულ პროდუქტებზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ამბავი გვაქვს — Vulcan-ის პრინტერმა საცხოვრებელი სახლები დაბეჭდა და ასე ყველაზე დიდი სამეზობლო შემოგვთავაზა მათ შორის, რაც მსგავსი ტექნოლოგიით შეუქმნიათ. ტრადიციულ მშენებლობას რომ შევადაროთ, 3D სახლები მეტად სწრაფი და ბიუჯეტური გზებით იგება, ნაკლები მშენებელიც სჭირდება და უშუალოდ მშენებლობის ნარჩენებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. 

თავად Vulcan 13.7 მეტრი სიგანისაა და 4.75 ტონას იწონის. ამ ზაფხულს კი ICON-ის რობოტი პრინტერი Wolf Ranch-ში თავის ბოლო სახლს დაასრულებს. საინტერესოა, რომ ICON-მა კედლების ბეჭდვა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო…

ბევრ ეფექტურობას სთავაზობს სავაჭრო ბაზარს, ასე რომ, თუ 5 სხვადასხვა გუნდი სჭირდებოდა კედლის სისტემის აგებას, ახლა ერთი გუნდი და ერთი რობოტი გვყავს, — ამბობს კონერ ჯენკინსი, ICON-ის პროექტის მენეჯერი.

მას შემდეგ, რაც ცემენტი, წყალი, ქვიშა და სხვა დამატებითი მასალები ერთმანეთში ირევა, პრინტერში ხვდება და წინასწარ დაპროგრამებულ გზას მიჰყვება, რა დროსაც ფენის ფენაზე დადების პრინციპით აგებს კედლებს. ერთსართულიან 3 ან 4-ოთახიან სახლს დაახლოებით 3 კვირა სჭირდება, თუმცა საძირკველი და რკინის სახურავი მასზე ტრადიციული გზებით კეთდება.

თუ ჯენკინსს დავეყრდნობით, ცემენტის კედლები წყალს, ნესტსა და ექსტრემალურ ამინდებს უძლებს. თან არც რაღაც კონცეფციის მსგავსი გეგონოთ, ამ ზაფხულს ერთ-ერთი სახლი უკვე შეიძინა 32-წლის ბიზნესმენმა და იქ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას აპირებს. მისი სახელი ლოურენს ნორზადია, რომელიც ამბობს, რომ ეს კედლები ტორნადოსაც კი გაუძლებს, სითბურ ტალღებსაც, რადგან სიგრილის შენარჩუნება შეუძლია… 

ოღონდ კედლები იმდენად სქელი და მყარია, რომ მასში ინტერნეტის სიგნალი ვერ აღწევს. თუმცა გამოსავალი აქაც იპოვეს — ტრადიციულ როუტერებს კი არ მიმართეს, არამედ ქსელურ სისტემას, რომელიც სიგნალს მთელ სახლში გადასცემს.

Lawrence Nourzad & Angela Hontas

Wolf Ranch-ის 3D პრინტერით აგებული სახლების ფასი 450 000-დან 600 000-მდე მერყეობს. დეველოპერები კი ამბობენ, რომ 100 სახლიდან 25-ზე მეტი უკვე გაიყიდა!

თუმცა მათი გეგმები სახლების სრულად გაყიდვაზე შორს მიდის, ICON იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ამ ტექნოლოგიას მთვარეზე გამოიყენებენ. თანაც უკვე აქვთ ნასასთან ხელშეკრულება დადებული, რომელიც მათ მთვარის ზედაპირისთვის სამშენებლო სისტემის განვითარებას ავალდებულებს…

გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ისტორია – ჩემპიონები და მომავალი ჩემპიონები

რომელ კომპანიასთან თანამშრომლობენ საქართველოს წამყვანი კლინიკები?