18 იანვარს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, როგორ იფრქვევა ვულკანი ეტნა. გამდნარი ლავა საოცრად ანათებდა შავ კლდეს და მართალია, ეს დადებითი მოვლენა არაა, თუმცა ამოფრქვეული ნაპერწკლების სილამაზემ ბევრი ადამიანი მოხიბლა.
ორშაბათს საღამოს ვულკანი “ახალ პაროქსიზმალურ ამოფრქვევის ეპიზოდში” აფეთქდა, რის შედეგედაც გადმოიფრქვა ცხელი ლავა, ფერფლი და გაზი. როგორც ჩანს, ვულკან ეტნას ამ ეტაპისთვის თითქმის უწყევტი აქტივობა აქვს.