in ,

ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ! – კამპანია შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ

“მოწყენილი ვარ…” – ვიდეორგოლი, სკოლის ბიბლიოთეკის მაგიდაზე დაწერილი ფრაზით დაწყებული უჩვეულო სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ ის, რაც რეალურად ამ ამბავში მნიშვნელოვანია, შესაძლოა თქვენი ყურადღების მიღმა დარჩეს.

 

დარწმუნებული ხართ, რომ ვიდეოს ყურადღებით უყურეთ და მთავარი აზრი სწორად გაიგეთ?!

საქმე ისაა, რომ BBDO New York–ის მიერ შექმნილ 2:29 წუთიან ვიდეორგოლში, ერთი შეხედვით, ვხედავთ იმ რომანტიულ ისტორიას, რომელიც ზედაპირზე დევს და უყურადღებოდ გვრჩება ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და არათუ ყურადღებას, არამედ სერიოზულ მოქმედებას საჭიროებს. ამ მიმოწერისა და იდუმალი გოგონას ძიების უკან, მთავარი მოქმედი პერსონაჟი სკოლაზე დავდასხმის გეგმებს, პირდაპირ ჩვენს თვალწინ აწყობს და საბოლოო ჯამში, შედეგიც სახეზეა.

ვიდეორგოლი ორგანიზაცია Sandy Hook Promise–ის დაკვეთით მომზადდა, რომლის მთავარი მიზანიც შეიარაღებული თავდასხმის პრევენციაა. კამპანია “Know the signs”-ის უმთავრესი ამოცანა საზოგადოებაში ამ სერიოზული პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლება და იმ შესაძლო ფატალური შედეგების თავიდან აცილებაა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ბავშვის გაუაზრებელ შედეგებს შეიძლება მოჰყვეს.

[EXCLUSIVE] იზრუნე ტყეზე, ისუნთქე უფასოდ! – ტყის კვირეული თბილისში

#ძალანდობას – დავამარცხოთ ძალადობა ოჯახში!