in

მოდი, აღვადგინოთ! – VVINE-ის კამპანია

ვივაინი – პირველი ქართული მევენახეობის პლატფორმა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, აგრძელებს აქტიურ კამპანიას უძველესი უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების აღსადგენად.

ალბათ იცით, რომ საქართველოში 500-ზე მეტი ენდემური ვაზის სახეობაა აღმოჩენილი,  რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც, სამწუხაროდ, გადაშენების პირასაა.

“მოდი, აღვადგინოთ! – კამპანია 2020 წელს დაიწყო და მასში არამხოლოდ ქართველმა, არამედ მრავალმა სხვა ქვეყნის მოქალაქემაც მიიღეთ მონაწილეობა. თქვენ გაახარეთ და ღირებული წვლილი შეიტანეთ 2000-ზე მეტი უნიკალური ვაზის სახეობის აღდგენაში, რომლისთვისაც ვივაინის გუნდი საჯარო მადლობას გიხდით!”

ვაზის განახლების კამპანია კვლავ აქტიურად გრძელდება და ვივაინის მთავარ მიზანს რაც შეიძლება მეტი ენდემური ჯიშის აღდგენა წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ  საერთო ჩართულობით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქმე, რომლითაც თითოეული თქვენგანი იამაყებს!

კონკრეტულად, რას გულისხმობს ვივაინის ინოვაციური კამპანია?

https://vvine.ge/– პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ თქვენ:

  • სურვილისამებრ არჩევთ სასურველ რეგიონს და აღადგენთ გადაშენების პირას მყოფ ვაზის სახეობას, რომელიც თქვენს სახელზე დაირგვება.
  • მიდიხართ Team Building-ზე, მონაწილეობას იღებთ თქვენ მიერ აღდგენილი ვაზის ჯიშების დარგვაში, ან ვივაინის გუნდს ანდობთ მათ დარგვას, რომლის მოვლაზეც მათი პროფესიონალი მევენახეები იზრუნებენ.

და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობ, რა პროფესიის ხარ, შენ შეგიძლია გახდე უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების მშობელი – მოდი, ერთად აღვადგინოთ  შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის…

[პარტნიორის კონტენტი]

თეგეტა მოტორსის სტრატეგიულ კომუნიკაციებს ნათიკა ბერძული უხელმძღვანელებს

ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც ინვესტირების ერთ-ერთი პოპულარული საშუალება