7
Jun
2018

​უალკოჰოლო ლუდი მძღოლებისთვის! – Volkswagen-ის სასარგებლო პროდუქტი

7 Jun 2018

Elit Electronics


გერმანიის მიღწევების ჩამონათვალში მოწინავე ადგილებს ხარისხიანი ავტომობილებისა და გემრიელი ლუდის წარმოება იკავებს. ცალ-ცალკე, რა თქმა უნდა, ორივე მშვენიერია, თუმცა, ერთად სრულიად შეუსაბამო და რაც მთავარია, სახიფათო. სწორედ ამიტომ, კომპანია Volkswagen-მა გადაწყვიტა საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა და შექმნა ლუდი, რომელიც თავისი 0%-იანი ალკოჰოლის შემცველობით მძღოლისთვის სრულიად უვნებელი, ამასთან, საკმაოდ გემრიელი და სასიამოვნოა. სიახლისთვის სარეკლამო კამპანიის მომზადებაში Volkswagen-ს სააგენტო DDB დაეხმარა.

 

განხილვა