in

“ვერასოდეს შექმნი რაღაც საკულტოს, თუკი ამას წინასწარ გეგმავ”! – ბენდ a-ha-ს წევრები Volkswagen-ის კამპანიაში

უბრალოდ, სამი ბავშვი ვიყავით, რომლებიც ვაკეთებდით იმას, რაც გვიყვარდა. არასოდეს დაგვიგეგმავს, შეგვექმნა რაიმე საკულტო… ეს ამბავი ჯგუფ a-ha-ზეა, რომლის კომპოზიცია Take On Me გამოშვებიდან 25 წლის შემდეგაც პოპულარულია.  ვიდეორგოლში, რომელიც Volkswagen-მა a-ha-სთან თანამშრომლობით შექმნა, ჯგუფის წევრები მუსიკასა და ბენდის ისტორიას ჰყვებიან.  გადაფასება, გადასხვაფერება ის ღირებულებაა, რომლითაც ბენდი ცხოვრობს და რომელიც ბრენდმა თავის განუყოფელ ნაწილად აქცია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუკი ამ კამპანიას Volkswagen-ის კრიზისიდან გამოსვლის პერიოდს დავუკავშირებთ. კრიზისი კი, ბრენდს რამდენიმე წლის წინ დაატყდა თავს, როდესაც ავტომობილის ემისიის შესახებ მონაცემები გააყალბა და ამის გამო საზოგადოების დიდი გულისწყრომაც დაიმსახურა.

BOG

ესეც, a-ha-ს ცნობილი სიმღერა Take On Me:

როგორ განვიახლოთ დაკარგული ოპტიმიზმი?

“სინამდვილის ასახვა მუსიკალური ხერხებით ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო პროცესია,” – მარი ჭანიშვილი #თაობა